Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

ლოცვისა და მღვიძარების შესახებ – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი (ნაწილი 2) - ევქარისტია
Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
2

ლოცვისა და მღვიძარების შესახებ – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი (ნაწილი 2)

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
ბრძოლა გულის ტახტისათვის

გულის ტახტისათვის უძლიერესი ბრძოლა გაიმართება. თავიდან ეშმაკი ვნებებითა და მათი ბოროტი ოხშივარის მეშვეობით დაიწყებს მოქმედებას, ანუ, ლოცვისათვის ხელის შემშლელი მრავალგვარი ზრახვით. და რაც უფრო მეტად ეცდები, მარხვის, მღვიძარების, ლოცვისა და სხვა ასკეტური სავარჯიშოებით მას ფეხქვეშ ნიადაგი გამოაცალო, მით უფრო გამძვინვარდება იგი და უფრო მეტად მოინდომებს, თუკი უფალი ამას დაუშვებს, გამოავლინოს ბოროტება და ორგულობა, სხვადასხვა საცდურებისა და მწუხარებათა ზემოქმედების გზით. მაგრამ, ყოველი მისი უხეში ჩარევა, მუდამ ზეციური მამის სათუთი ზრუნვით იქნება შემოზღუდული,  იმისდა მიხედვით, თუ როგორია ადამიანის შესაძლებლობანი მტრის მოსაგერიებლად.

წესების აღსრულება

თუმცაღა, სანამ ეს მოუკლებელი გონებისმიერი საუბარი (იესუს ლოცვა) შესმენილ იქნება, მლოცველის მხრიდან,  მონაზვნური და ქრისტეანული სულიერი ცხოვრების შესაბამისი წესდებულებების აღსრულება მოითხოვება. მორჩილებაში მყოფი მონაზონისაგან, მოითხოვება უდრეკი მორჩილება  იღუმენისადმი, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ხილული სახეა. ყველა ქრისტეანისაგან კი – საკუთარი ცხოვრების წარმართვა სულიერ მოძღვართა დარიგებისამებრ და ერთი წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების შესაბამისად; რათა ნურავინ ვიდოდეს საკუთარი უკეთური ნებისა და სურვილებისამებრ, რომელთა შესახებაც გვაფრთხილებს  წმინდა წერილი.

მორჩილება მორჩილებისათვის

პატერიკში მოყვანილია აბბა მინას ძალზედ გონივრული და მარტივი გამონათქვამი: “მორჩილება მორჩილებისათის: ვინც უსმენს უფალს, მისას  უფალი შეისმენს”. აბბა ისაია კი აზუსტებს: “ შეუძლებელია, რომ ღმერთმა არ შეისმინოს იმ ადამიანის, რომელიც უფალს ემორჩილება. უფალი არ არის შორს ჩვენგან, მაგრამ ჩვენი სურვილები არ აძლევენ მას საშუალებას, რომ მოგვისმინოს”. ჩვენი ლოცვა, არ შეისმინება ჩვენი სურვილების გამო. თუკი ლოცულობ და უფალი არ შეისმენს შენსას, დაფიქრდი: შენ ხომ არა ხარ ურჩი? თუკი მცირედში უყურადღებობას გამოიჩენ, აუცილებლად დაუშვებს უფალი, რომ დიდშიც შეცდე. მიაყურადე შენს თავს.

გონების შესახებ

ადამიანის გონება მარად მოძრავია, გამუდმებით მოქმედებაში იმყოფება. და ვინაიდან იგი თავისი ბუნებისა და დანიშნულების საწინააღმდეგოდ მოძრაობს, დაქრის მთელს მსოფლიოში და ნაირგვარ სიამოვნებებში ეძიებს განსვენებას. ზოგჯერ ხორციელ სიამოვნებებს ელტვის, ზოგჯერ სხვა ვნებებს, ზოგჯერ კი უბრალოდ აქეთ-იქით იცქირება. საითაც არ უნდა წავიდეს,  რაზედაც არ უნდა შეჩერდეს მისი ყურადღება, ყველგან პოულობს სანუგეშოსა და თავის საამებელს. და აი, ადამიანმა, რომელსაც სურს მოუკლებელი ლოცვის მოხვეჭა, უნდა მოიკრიბოს თავისი გაფანტული გონება, ეს ქუჩის ხიჩებსა და შესახვევებში მოხეტიელე მაწანწალა, რათა იგი გამოსწორდეს და გახდეს ბატონი. მაგრამ, გონების მოსაკრებად, საჭიროა მას რაიმე ტკბილეული მივაწოდოთ, რადგან, როგორც ვთქვით, მას აქეთ-იქით უყვარს ხეტიალი. ჩვენ ის რაიმე ტკბილით უნდა მივიზიდოთ. ამიტომაც, დასაწყისში ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ბაგეებით. როდესაც ბაგეებით ლოცვაში წარმატებას მიაღწევ და იგი გონებას შიგნით მიიზიდავს, ეს გონებას საშუალებას მისცემს ბაგეების გარეშე ლოცვის თავისუფლად წარმოთქმისა, ესე იგი, ჩნდება რაღაც ნაყოფი. ბაგისმიერი და გონებისმიერი ლოცვა, შემდგომ, თანდათანობით დაიწყებს დამკვიდრებას სულში. ლოცვით საუბრისას, გონება იწყებს გულში ჩასვლას. და სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი, იგი დაინახავს, თუ როგორ წარმოთქვამს მისი გული ლოცვას.

გონება და გული

წმინდა მამები ამბობენ, რომ გონებას ადვილად ედება ჭუჭყი და ადვილადვე იწმინდება. გულის დაბინძურება კი არც ისე მარტივია და ურთულესია მისი გაწმენდაც. გონება, რაიმე აუგთან შეხებისთანავე იბილწება. გული კი არ ხდება უმალ სიბილწის თანაზიარი. როდესაც გული სულიერ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ შემდგომ რაიმე მიზეზით მას კარგავს, იწყება გონების ნაირგვარი საგნებით წაბილწვა, გულის შეცვლა კი არც ისე მარტივია, ვინაიდან მანამდე მადლით შეიცვალა და ახლა, ძლივსძლივობით იხრება ბოროტების მხარეს. ამიტომაც, გულის ხორციელი, ვნებისმიერი და ეგოისტური მდგომარეობიდან უვნებობისაკენ შესაცვლელად, აუცილებელია ლოცვა. როდესაც განიწმინდება უმთავრესი, ყველაფერი განიწმინდება მის ირგვლივ. ლოცვა ფანტავს უიმედობას, სასოწარკვეთას, უსიხარულობას, უდებებას და   მოქვს ახალი მისწრაფებანი, ხელახალი წყურვილი ახალი ღვაწლისა.

ღვაწლი

ყოველივე გონებისმიერი ლოცვიდან გამომდინარეობს. ლოცვაში წარმატებით, მოვიპოვებთ ვნებებისაგან განსვენებას. დროთა განმავლობაში  ზრახვები ქრებიან და ჩვენი გული იქცევა გულად უბოროტო ბავშვისა. მაგრამ თავიდან, როგორც უკვე ითქვა, რთული იქნება, სანამ “საქმეები არ მოგვარდება”, როგორც ნებისმიერი ხელით სამართავი მექანიზმის შემთხვევაში, სადაც ძალდატანებაა საჭირო. თუკი ეს მექანიზმი ავტომატური გახდება, მისი ეფექტიანობა ბევრად უფრო გაიზრდება და სამუშაოს არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდება. ასევეა ლოცვა, როდესაც დროთა განმავლობაში იგი ჩვენს საკუთრებად იქცევა, იგი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იმოქმედებს და დიდ ნაყოფებს გამოიღებს. ლოცვაში ღვაწლისას, მოვერიდოთ ცუდმედიდობასა და სიამაყეს, რამეთუ, ისინი ძალზედ დიდ დაბრკოლებას წარმოადგენენ ლოცვისათვის. ამისათვის აუცილებელია ბევრი თვითგვემა და გამუდმებით გაკიცხვა საკუთარი თავისა. რაც უფრო მეტად ვიქნებით მორჩილნი  და დავმდაბლდებით, მით უფრო დიდი იქნება ლოცვის მადლი. ვიმეორებ, ჩვენ  უნდა ვიყოთ ყურადღებით და არაფერზე ვიფიქროთ ლოცვის დროს. ეს არის – მიზანი ლოცვისა.

საფუძველი ლოცვისათვის

მხოლოდ გონიერი ლოცვის დახმარებით აღწევს ადამიანი უვნებობას. ვერც კითხვით და ვერც რომელიმე სხვა ღვაწლით, ამის მიღწევა შეუძლებელია. ( შენიშვნა; ყოველივე, გარდა ლოცვისა, მხოლოდ საშუალებაა, თუმცა ეს საშუალებანი, წარმოადგენენ საფუძველს ლოცვისა.) ნუ იღელვებ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და სიმშრალის გამო, არამედ უფლის სახელის გამუდმებული მოხმობით, მოთმინებით დაელოდე მის ნაყოფს. ნუ დაიღლები, რამდენჯერაც არ უნდა მოგიწიოს დაბრუნება გაქცეული გონებისა. უფალი დაინახავს შენს განწყობასა და შრომას და  გიბოძებს მადლს, რომელიც შემოკრებს შენს გონებას.

მადლის მოხვეჭა

დროდადრო ხდება, რომ შენი მხრიდან ყოველ მიზეზგარეშე, ხდება მადლის მოხვეჭა. თითქოს უფალს სურს გითხრას: “შენი მხრიდან ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არ იფიქრო, რომ ყოველივე შენზეა დამოკიდებული. მე მოგიხილავ და გტოვებ მაშინ, როცა მოვისურვებ. მე გასწავლი შენი ნების სრულ მოკვეთასა და მოთმინებას, რათა შენ კარგად ისწავლო სიმდაბლის გაკვეთილი”. ამიტომაც, დანიშნულ დროს, რამდენადაც შეძლებ, აიძულე თავი, აღასრულე შენი მოვალეობა, რათა უფალი გახდეს მოვალე შენი. და თუკი შენ ვერ მიიღებ მადლს, მოამზადე თავი შემდგომი ან ამის შემდგომი დროისათვის. ყოველი შემთხვევისათვის, ადრე თუ გვიან, შენ მას მიიღებ, და შეუძლებელია არ მიიღო. უფრო მეტიც, უფალს აქვს ჩვევა, მოგვიანებით, რაღაც დროის შემდგომ, მოგმადლოს გაცილებით მეტი. გულის ყანა იმისდა მიხედვით იძლევა ნაყოფს, თუ როგორ არის იგი დამუშავებული ლოცვით, მორწყული ცრემლებით და გაწმენდილი ზრახვებისაგან.

მუდამ მზად იყავი ბრძოლისთვის

მაშ ასე, სიმშვიდის დროს ნუ მიეცემი უდებებას, არამედ ილოცე, გამოსწორდი, მოემზადე ბრძოლისათვის, მოიპოვე სიმამაცე. ნუ შეუშინდები საცდურებს. ყოველივე ცვლილებას ექვემდებარება, თუმცა ღვაწლი, მოთმინებასა და ძალისხმევას მოითხოვს. მართალი, ათასგზისაც რომ დაეცეს დღეში, კვლავ წამოდგება და ეს, გამარჯვებად ეთვლება მას. აი, რას ნიშნავს ლოცვა: მუდმივი სინანული და მოუკლებელი გამოთხოვნა ღმრთაებრივი მოწყალებისა.

წმინდა ადგილი – არასოდეს რჩება ცარიელი

უფლის ჭვრეტას მოკლებული გონება, ხდება ან ცხოველის მსგავსი, ან მსგავსი მხეცისა. როდესა ადამიანის გონება, შორდება სხვადასხვა საშუალებებს უფლის შემეცნებისა: ლოცვას, სულიერ ფიქრებს  სამოთხესა და ჯოჯოხეთზე, ფიქრს უფლის უკიდეგანო სახიერებაზე (რომელიც სასწაულებრივად გადმოედინება ყოველ ადამიანზე), საკუთარ ცოდვებსა და ვნებებზე, მაშინ მოდის ბოროტი დემონი და მას თავისი საკუთარი აზრებით ავსებს, ხორციელ ვნებათა მორევში ითრევს ან მრისხანებისა და სიბრაზის ცოდვაში აგდებს! გონება, თუკი ის არ თანამშრომლობს მაცხოვნებელ ფიქრებთან (ან სულიერი ცხოვრებისათვის საჭირო საქმეებში არ იღვწის),  მიტაცებული ხდება ცოდვილი ფიქრების მიერ და ხდება ან ხორციელი, ან ცხოველური! თვალყური ადევნეთ  წარმოსახვით ნაწილს თქვენი გონებისა. ნუ მისცემთ თქვენს გონებას ცოდვისმიერ სახეთა და წარმოსახვათა მიღების უფლებას, რომლებიც გაცდუნებენ თქვენ და ხორციელი ცოდვების, სიბრაზისა და მრისხანებისაკენ გიბიძგებენ! არამედ მთელი ძალისხმევით ეცადეთ გონების სისუფთავის დაცვა მსგავსი ოცნებებისაგან, რათა თქვენმა გონებამ, უკვე მათგან თავისუფალმა და განწმენდილმა, შეძლოს გამუდმებით ლოცვა და უფლის ჭვრეტა, მათი საშუალებით კი გახდეს სულიერი და წმინდასაყოფად სულისა აღვიდეს ზეცად.

ღმერთმა ყველაფერი უწყის

უფალი ხომ ხედავს ზრახვებს, მოგონებებს, სიტყვებს, ქმედებებს, განზრახვებს. არაფერი გამოეპარება შეუცდომელ თვალს: არა მხოლოდ აწმყოში, არამედ წარსულსა და მომავალშიც; ხედავს არა მხოლოდ ამჟამინდელ ადამიანებს, არამედ ადამიდან მოყოლებული, უკანასკნელ ადამიანს აღსასრულამდე სოფლისა. შეუძლებელია ადამიანმა რაიმე მოიმოქმედოს და უფალმა ამის შესახებ არ უწყოდეს, რამეთუ ყოველივე მის თვალწინ ხდება. როდესაც ადამიანი ამას აცნობიერებს, გრძნობს მძლავრ სინდისის ქენჯნას საკუთარ შეცოდებათა და უძლურებათა გამო. მას უფლის ჭეშმარიტი შიში იპყრობს და ცდილობს ცხოვრების შეცვლას და უფლის ნებისამებრ მის წარმართვას. როდესაც გონება უფლის ხსოვნითა და მისი სწავლებებით არ არის დაკავებული, ადამიანში უსიხარულობა, უდებება, უმეცრება და შესაბამისად – ბოროტი გულისთქმა იბატონებს!

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92