იოანე მოწყალეს ცხოვრებაში, რომელიც ალექსანდრიის პატრიარქი იყო, აღინიშნება შემთხვევა, როცა ის ერთ თავის დიაკონს გაუჯავრდა და გვარიანად დატუქსა. შემდეგ, როცა წმიდა იოანე ლიტურღიას შესრულებას შეუდგა, იგრძნო, რომ წმიდა სული არ ესწრებოდა ლიტურღიას. მადლი არ გარდამოდიოდა საიდუმლოს შესრულებისას, მიხვდა რაშიც იყო საქმე, მან, როგორც ღვთის კაცმა იცოდა რას ნიშნავს საიდუმლო, რას ნიშნავს ევქარისტია. ყოველთვის როცა ევქარისტიას აღასრულებდა – ცოცხლად ხედავდა, თუ როგორ გარდაქმნიდა სულიწმიდის მადლი – პურსა და ღვინოს, ქრისტეს სისხლად და ხორცად. ამჯერად მან მადლი ვეღარ იხილა. „რა მოხდა?“ ეკითხებოდა იგი თავს და გაახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ თავის დიაკონს გაუჯავრდა. მან შეაჩერა ლიტურღია, წავიდა ქალაქში, მოძებნა დიაკონი, სთხოვა პატიება, შემდეგ დაბრუნდა და განაგრძო ლიტურღია, და ისევ უწინდებურად დაინახა მადლი სულიწმიდისა.
ამგვარად ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად, ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას და ვთვლით, რომ არავისთნ გვაქვს უსიამოვნება, ამასთან შეიძლება ერთმანეთს ვეუხეშოთ, მოყვასს უწესოდ მოვექცეთ, ვიღაცას ცხოვრება წამებად გადავუქციოთ და ცოტა ხანში აღარც გვახსოვდეს. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზეა, გავბრაზდი, მაგრამ ორ წუთში ყველაფერი დავივიწყე. შენ კი ყველაფერი ორ წუთში დაივიწყე, მაგრამ შენს ძმას შეიძლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ახსოვდეს. მაშ რა ვქნათ?… ბრაზდები, გამოდიხარ მდგომარეობიდან, ჩხუბობ და ყველაფერს თავდაყირა აყენებ, შემდეგ ეს ყველაფერი გაგივლის და შენთვის ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სხვა ადამიანი განაწყენებული და სულიერად ტრამვირებული რჩება. მისი ტრავმა და მისი დამძიმებული გული შენთვის წინაღობად იქცევა შენს ლოცვებში. თუ მლოცველი ადამიანი ხარ იგრძნობ, რომ შენსა და ღმერთს შორის კედელი აღიმართება. თუ გაგაჩნია განსჯის უნარი, მიხვდები – ეს წინაღობა წარმოიშვა იმის გამო, რომ შენს ძმას გულში რაღაც ხინჯა დააქვს, ის შენზე გულნატკენია.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ