ბევრმა მონაზონმა გამოცდილებით კარგად იცის ეს ”მადლის განსაცდელები”, რომელიც შესაძლოა, მრავალ წელს გაგრძელდეს. მოსვლა და წასვლა… პირველ შემთხვევაში იგი მონაზონს განამტკიცებს, მას საღმრთო ნუგეშით აღავსებს. თითქოსდა მას ეუბნება: ”მე აქვარ!” მეორე შემთხვევაში იგი მიდის, რათა გათავისებული იყოს. ეს კი უმძიმესი ქმედებაა. საჭიროა ბევრი შრომა და ლოცვა, რათა გაითავისო საღმრთო მადლი, რომელიც გქონდა. რამეთუ, მონაზონთა შორის არის შემთხვევები, როცა, მისი მიღების შემდეგ, ისინი მას უარყოფდნენ. ნუთუ ეს არ მოუვიდა პეტრე მოციქულს? თაბორის მთაზე მან უხვი მადლი მიიღო, მაგრამ მის გასათავისებლად მზად არ აღმოჩნდა და ქრისტეს უარყოფის მდგომაროებაში ჩავარდა. გათავისების ეტაპი მწუხარე ძიებასთან არის დაკავშირებული. მონაზონმა ახლა იცის, თუ როგორია მადლი და იგი მას აიძულებს, რომ ტირილით ეძიოს. იგი მწუხარებს, მსგავსად ბავშვისა გაუჩინარებულ დედას რომ ეძებს: ”სად ხარ, ნათელო ჩემო? სად ხარ ჩემო სიხარულო? რატომ მიმატოვე და ნაღვლით აღივსო ჩემი გული? რატომ გაუჩინარდი ჩემგან და მწუხარებს ჩემი სული! ჩემს სულში მოსულმა, შენ ჩემი ცოდვები დაფერფლე, რომელიც შენ ჩემგან გფარავენ, როგორც ღრუბლები ფარავენ მზეს. მოდი და გამამხიარულე მე შენი მოსვლით; რატომ აყოვნებ უფალო? შენ ხედავ, როგორ მოწყენილია ჩემი სული და მე ცრემლებით გეძიებ შენ. სად გაუჩინარდი? რატომ ვერ გხედავს შენ ჩემი სული ყველგან მყოფო? ასეთი მწუხარებით არ გეძიებდნენ შენ, როცა შენ პატარა ბავშვი იყავი, ყოვლად უბიწო ქალწული მარიამი და იოსები? რას ფიქრობდა ნაღვლიანად იგი, როცა თავის საყვარელ ძეს ვერ პოულობდა?”
მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან ”ერთი ღამე მთაწმინდის უდაბნოში.”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©