Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
ღმრთის ნების შეცნობის შესახებ - ღირსი სოფრონი (ესექსელი) - ევქარისტია
Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
UTA 9240

ღმრთის ნების შეცნობის შესახებ – ღირსი სოფრონი (ესექსელი)


Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

„ყოველთვის და ყველაფერში ღმრთის ნებას უნდა ეძიებდე, მან უნდა შთაგაგონოს, რა და როგორ გააკეთო, ან რა თქვა“. – ამბობდა ბერი (სილუან ათონელი). ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაიგო, როგორია ღმრთის ნება და მოძებნო მისი განხორციელების გზები. ღმრთის ნების შეცნობა ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საქმეა, რადგან ამ დროს, ადამიანი ღმრთაებრივ, მარადიულ ცხოვრებაში ერთვება. ღმრთის ნების შეცნობა სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. ერთ–ერთი მათგანია ღმრთის სიტყვა, ანუ ქრისტეს მცნებები. მაგრამ მიუხედავად სახარებისეული მცნებების სრულყოფილებისა, ან უფრო სწორად, ამ მცნებების სრულყოფილების გამო, მასში ღმრთის ნება საბოლოო, ზოგადი სახითაა წარმოდგენილი და ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაში მდგომარეობათა უსასრულო მრავალფეროვნებას აწყდება, ძალზე ხშირად ვერ ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს იმისთვის, რომ მისი ქმედებები ღმრთის ნებასთან თანხმობაში მოვიდეს. რაიმე ქმედებას, ან საქციელს კეთილი ბოლო რომ ჰქონდეს, საკმარისი არაა მხოლოდ მცნებაში ზოგადად გამოხატული ღმრთაებრივი ნების ცოდნა, მაგალითად ის, რომ უფალი უნდა გიყვარდეს მთელი გულით, მთელი გონებით და მთელი ძალით, ხოლო მოყვასი – როგორც საკუთარი თავი. გარდა ამისა, ჩვენ თვით ღმრთისგან უნდა მივიღოთ ცოდნა ცხოვრებაში ამ მცნებების განხორციელების გზების შესახებ და უფრო მეტიც, ზეციდანვე უნდა მივიღოთ ის ძალაც, რომელიც მცნებების აღსრულებისთვის არის საჭირო.

იმ ადამიანების ზრახვები და მისგან გამომდინარე ქმედებები, რომელთაც გულში ღმრთაებრივი სიყვარული აქვთ მოხვეჭილი, ღმრთის ნებასთანაა მიახლოებული, მაგრამ ისინი მაინც არასრულყოფილნი არიან. სრულყოფილების მიღწევის შეუძლებლობა კი წარმოშობს განსწავლისა და შეწევნისთვის ღმრთისადმი განუწყვეტელი ვედრების აუცილებლობას.

არასრულყოფილია არა მარტო ადამიანის სიყვარული, არამედ მის შესახებ ცოდნაც, ამიტომ ერთი შეხედვით საუკეთესო ზრახვებიდან გამომდინარე ქმედებები ხშირად არასასურველი და დამღუპველი შედეგებით მთავრდება. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ მოცემულ შემთხვევაში ზრახვების განხორციელების გზა, ან ფორმა იყო უკეთური, ან უბრალოდ მცდარი. ხშირად ადამიანები თავს იმით იმართლებენ, რომ კარგი განზრახვა ჰქონდათ. მაგრამ ეს არაა საკმარისი. ჩვენი ცხოვრება სავსეა ასეთი შეცდომებით. ამიტომ ღმრთისმოყვარე ადამიანი ყოველთვის უფლისგან ელის განსწავლას და თავის გულში მუდამ მის ხმას აყურადებს.

პრაქტიკულად ეს ასე ხდება: ყველა ქრისტიანი და განსაკუთრებით კი ეპისკოპოსი და მღვდელი, ხშირად დგება ისეთი გამოსავლის პოვნის აუცილებლობის წინაშე, რომელიც თანხმობაში იქნება უფლის ნებასთან. ამიტომ იგი შინაგანად უარს ამბობს მთელ თავის ცოდნაზე, წინასწარ შექმნილ აზრებზე, სურვილებსა და გეგმებზე და ყოველივე ამისგან განთავისუფლებული, თავის გულში ყურადღებით ლოცულობს. შემდეგ კი, პირველივე აზრს, რომელიც მის გულში ასეთი ლოცვის შედეგად დაიბადება, ღებულობს, როგორც მითითებას ღმრთისგან.

ლოცვის მეშვეობით ღმრთის ნების ამგვარ ძიებას. განსაკუთრებით გაჭირვებასა და მწუხარებაში, მივყავართ იქამდე, რომ როგორც ბერი სილუანე ამბობდა, ადამიანს „თავის სულში ესმის ღმრთის პასუხი და სწავლობს ღმრთის მითითების გაგებას. ყველამ ასე უნდა ვისწავლოთ ღმრთის ნების შეცნობა, ხოლო თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს გზა ჩვენთვის უცნობი დარჩება“.

უფრო სრულყოფილი ფორმით ღმრთის ნების ამგვარ ძიებას წინ უსწრებს ყურადღებასთან შეერთებული განუწყვეტელი გულისმიერი ლოცვის ჩვევა. მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარ გულში უფრო დანამდვილებით გაიგოს ღმრთის ხმა, მან უნდა უარყოს თავისი ნება და აბრაამის მსგავსად მზად უნდა იყოს ყოველგვარი მსხვერპლის გაღებისთვის; უფრო მეტიც, მან მოციქულ პავლეს ანდერძის თანახმად, თვით ქრისტეს უნდა მიბაძოს, რომელიც იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდილადმდე“ (ფილიპელთა მიმართ ეპისტოლე. 2:8).

ამ გზაზე შემდგარი ადამიანი წარმატებას მიაღწევს, თუ მას თავისი გამოცდი- ლებით აქვს შეცნობილი სულიწმინდის მადლის ზემოქმედება და გულში მტკიცედ აქვს დანერგილი საკუთარი თავის, ანუ თავისი პატარა, „ინდივიდუალური“ ნების უარყოფის და ღმრთაებრივი წმინდა ნების შეცნობისა და აღსრულების ჩვევა. ასეთი ადამიანისთვის ცხადი ხდება მამა სტრატონიკესადმი ბერი სილუანეს მიერ დასმული შეკითხვის ნამდვილი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ლაპარაკობენ სრულყოფილი მოღვაწეები. მისთვის მშობლიური ხდება წმინდა მამათა სიტყვებიც: „ჯერ უჩნდა სულსა წმიდასა უწყებად ჩუენდა“. იგი უფრო კარ- გადიგებს წმინდა წერილის ძველი და ახალი აღთქმების იმ ადგილებს, სადაც სულის ღმერთთან უშუალო ურთიერთობაზეა ლაპარაკი და სულ უფრო ღრმად სწვდება მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სიტყვების ჭეშმარიტ აზრს.

ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი ღმერთთან უშუალო ურთიერთობის სისრულისკენ არის მოწოდებული, ამიტომ ასეთი ურთიერთობისკენ უკლებლივ ყველა ადამიანი უნდა ისწრაფოდეს; მაგრამ ცხოვრებისეულ სინამდვილეში ამას ყველა როდი აღწევს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანთა უმრავლესობას არ ესმის თავის გულში ღმრთის მოწოდება და ვერ იგებს მას. სამაგიეროდ მას კარგად ესმის სულში დამკვიდრებული ვნებების ძახილი, რომელნიც თავიანთი ხმაურით ახშობენ ღმრთის სათნო ხმას. ამ სავალალო მდგომარეობიდან სხვა გამოსავალიც არსებობს; კერძოდ, სულიერი მამისთ- ვის რჩევის კითხვა და მისი მორჩილება. ბერ სილოვანეს ძალიან უყვარდა ეს გზა და თვითონვე მისდევდა მას. მის ნაწერებშიც ხშირად გვხვდება მითითებები სიმდაბლისა და სულიერი მამისადმი მორჩილების შესახებ, რასაც იგი ყველაზე საიმედო გზად მიიჩნევდა. ბერს (სილუანს) მტკიცედ სწამდა, რომ სულიერი მამის პასუხი მოწაფის რწმენით დასმულ შეკითხვაზე ყოველთვის კეთილი, სასარგებლო და ღმრთისთვის სათნო იქნება. ეკლესიის საიდუმლოებების და მღვდლობის მადლის უდიდეს ძალაში იგი განსაკუთრებით მას შემდეგ დარწმუნდა, როცა ძველ რუსიკში დიდმარხვის მწუხრზე სულიერი მოძღვრის, ბერ აბრაამის ფერისცვალება იხილა, რომელიც ქრისტედ მსგავსად გამოუთქმელი ნათლით გაბრწყინდა.

ბერი სილუანე ეკლესიის საიდუმლოებათა მიმართ მადლიანი რწმენით ცხოვრობდა. იგი თვლიდა, რომ სულიერი მამისადმი მორჩილებას „ადამიანურადაც”, ანუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბერი ამბობდა, რომ თავისი მსახურების აღსრულების მომენტში, ანუ მოწაფის კითხვაზე პასუხის გაცემისას, სულიერი მამა თავისუფალია ვნებების ზემოქმედებისგან, მაშინ როცა, თვითონ მოწაფე მათ გავლენას განიცდის. ამის გამო მოძღვარი ღმრთაებრივი მადლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება და უფრო ნათლად ხედავს მოვლენებს.

სულიერი მოძღვრის პასუხი უმეტეს შემთხვევაში არასრულყოფილების ბეჭედს ატარებს, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მოძღვარია მოკლებული შემეცნების მადლს, არამედ იმიტომ, რომ თვით მოწაფეს არ შესწევს ძალა მადლის სრულყოფილი მოქმედების დატევისა, რის გამოც იგი მიუწვდომელი რჩება მისთვის. მიუხედავად მოძღვრის მითითების არასრულყოფილებისა, მისი რწმენით მიღების და ზუსტად აღსრულების შემთხვევაში, მოღვაწის სულიერი ზრდა აუცილებლად მოხდება. მოძღვრისადმი მორჩილების გზის დამახინჯება ჩვეულებრივ ასე ხდება: ხედავს რა თავის წინაშე „ადამიანს“, მოწაფე მერყეობს რწმენით არ იღებს სულიერი მამის პირველ სიტყვას და გამოთქვამს რა თავის ვარაუდებს და აზრებს, ეწინააღმდეგება მას.

 

ამ მნიშვნელოვან საკითხზე ბერმა სილუანემ იღუმენთან, არქიმანდრიტ მისაილთან († 1940 წ. 22 იანვარი) ისაუბრა, ეს იყო სულიერი ადამიანი, რომელსაც ღმერთი აშკარად სწყალობდა და მფარველობდა. მამა სილუანემ ჰკითხა იღუმენს:

– როგორ უნდა შეიცნოს ბერმა ღმრთის ნება?

 

– მან ჩემი პირველი სიტყვა ღმრთის ნებად უნდა ჩათვალოს, – უპასუხა იღუმენმა. – – თუ იგი ასე მოიქცევა, მასზე ღმრთის მადლი გადმოვა, ხოლო თუ შემეწინააღმდეგება, მაშინ მე, როგორც ადამიანი, უკან დავიხევ.

 

იღუმენი მისაილის სიტყვა ასე უნდა იქნეს გაგებული: როცა სულიერ მამას შეკითხვას უსვამენ, იგი ლოცვით ღმრთისგან ითხოვს შეწევნას და განსწავლას, მაგრამ როგორც ადამიანი, თავისი რწმენის მიხედვით პასუხობს. მოციქულ პავლეს სიტყვებით: „ჩუენცა გურწამს, რომლისათვისცა ვიტყვით“ (2 კორნთელთა მიმართ ეპისტოლე 4:13), მაგრამ „მცირედ–რაიმე ვიცით და მცირედ–რაიმე ვწინაისწარმეტყუელებთ“ — (1 კორნთელთა მიმართ ეპისტოლე13:9). რჩევის, ან მითითების მიცემისას მოძღვარი ცდილობს, რომ შეცდომა არ დაუშვას და მოწაფის მხრიდან თუნდაც მხოლოდ შინაგანი წინააღმ-დეგობის შეხვედრისას იგი დაჟინებით ვეღარ ითხოვს თავისი მითითების შესრულებას, ვეღარ ბედავს იმის მტკიცებას, რომ მისი სიტყვები ღმრთის ნებას

 

გამოხატავს, ამიტომ „როგორც ადამიანი უკან იხევს“.

სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხისადმი იღუმენ მისაილს. ერთხელ მან დამწყებ მონაზონს მამა ს.-ს დაუძახა და რთული და ძნელად შესასრულებელი მორჩილება დაავალა. მორჩილმა მზადყოფნით მიიღო მისი დავალება. ჯერისამებრ მეტანია გააკეთა და კარებისკენ გაემართა. უცებ იღუმენმა კვლავ დაუძახა მორჩილს და როცა იგი შეჩერდა, თავდახრილმა მშვიდად, მაგრამ მრავალმნიშვნელოვნად უთხრა: –

– მამა ს. გახსოვდეს ღმერთი ორჯერ არავის განსჯის, ამიტომ როცა ჩვენდამი მორჩილების გამო რაიმეს აკეთებ, ამისთვის ღმრთის მიერ მე განვისჯები, შენ კი თავისუფალი ხარ პასუხისგებისგან.

 

როცა ვინმე იღუმენი მისაილის რაიმეს მითითებას, ან დარიგებას თუნდაც მცირე წინააღმდეგობას გაუწევდა, ეს მხნე მოღვაწე, მიუხედავად მის მიერ და- კავებული ადმინისტრატორის პოსტისა, ჩვეულებრივ პასუხობდა: „კარგით, როგორც გინდათ, ისე გააკეთეთ”, – და შემდეგ თავის სიტყვას აღარ გაიმეორებდა. ბერი სილუანეც წინააღმდეგობის შეხვედრისას მაშინვე ჩუმდებოდა.

რატომ ხდებოდა ეს ასე? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, სულიწმინდა ვერ იტანს ძალადობას და კამათს, მეორე მხრივ კი ღმრთაებრივი ნება იმდენად დიდია, რომ იგი სულიერი მამის სიტყვებში, რომელიც ყოველთვის პირობითობის ბეჭედს ატარებს, ვერ დაეტევა, ვერ იპოვის მასში სრულყოფილ გამოხატულებას. ამიტომ მხოლოდ ის ადამიანი იპოვის სწორ გზას, ვინც ამ სიტყვებს ღმრთისთვის სათნოდ ჩათვლის, ვინც მას ყოველგვარი წინააღმდეგობის, ან როგორც ხშირად ამბობენ, ყოველგვარი „განსჯის გარეშე“ მიიღებს. ასეთ ადამიანს ნამდვილად სწამს, რომ „ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“ (მათეს სახარება 19:26). ასეთია რწმენის გზა, რომელიც ეკლესიის ათასწლოვანი გამოცდილებით არის შეცნობილი და დამტკიცებული.

Share

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92