efrem katunakeli 2

წმინდა ეფრემ კატუნაკელი – ეი შენ, პატარავ, ილოცე!

ეი შენ, პატარავ, ილოცე!
დაინიშნე ერთი საათი დღის ან ღამის განმავლობაში და ილოცე! თითოეული სიტყვა გაიაზრე და აღიქვი შენი გონებით!

უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე…
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე…
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე…
ასე უნდა წარმოთქვა ლოცვა!
პირველი, რასაც თანდათანობით შენი სიწმინდისა და გულმოდგინების მიხედვით აღმოაჩენ, არის სიხარული.
ეს სიხარული იმისკენ გიბიძგებს, რომ რაც შეიძლება ხშირად წარმოთქვა ეს ლოცვა, რაც თავისთავად კიდევ უფრო დიდ სიხარულს მოგანიჭებს.
ისეთ სიხარულს აღმოაჩენ შენში, რაც აქამდე არასდროს გიგემია..
სხვა ნათელს, მშვენიერებას, სიტკბოებას…
იხილავ მთელი ბუნების სიმშვენიერეს, უხილავი ღმერთის შემოქმედებას…
ეს ჯერ კიდევ არაფერია, უბრალო კენჭი სანაპიროზე…
გაცილებით უფრო დიადს იგძნობ ლოცვისას! გაგეხსნება სხვა სულიერი ჰორიზონტი, სხვა სულიერი საკვები, სხვა სულიერ შესამოსელს, ყველაფერ იმას, რაცარც კი წარმოგედგინა.

როცა უფალი შენს სურვილს და გულმოდგინებას იხილავს, რომ მას ლოცვის მეშვეობით ეძებ, მაშინ იგემებ გამოუთქმელ სულიერ სიკეთეებს, რაც სამოთხის განცდაა, მისი წინაგემოს ხილვა ჯერკიდევ ამ სიცოცხლეში. ჩვენ გვაქვს მარადიული სიკეთეების წინაგემოს ხილვა ჯერკიდევ დედამიწაზე სიცოცხლის ჟამს, რაც გვაძლევს იმის ძალას, რომ კიდევ უფრო გულმოდგინედ ვემსახუროთ ქრისტეს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •