efrem katunakeli 2

წმინდა ეფრემ კატუნაკელი – შინაგანი ყურადღება აუცილებელია ლოცვისთვის

ის აზრები, რომლებიც გულში გამოძახილს ჰპოვებენ, მოქმედებენ მასზე, ხშირად შფოთის მომტანი ხდებიან. თუ ადამიანი ამ აზრების განდევნის იმედად, მათთან საუბარს იწყებს და ყურადღებას აქცევს მათ, ამით არსებობს საფრთხე, რომ მისმა გონებამ მეოცნებეობის მავნე ჩვევა შეითვისოს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად აშფოთებს გულს. როგორც ქარი აღელვებს ზღვის ტალღებს, ისევე აზრების ქარიშხალი აღელვებს სულს. აქ საჭიროა შინაგანი ყურადღება, რაც აუცილებელია ლოცვისთვის. ამიტომ საუბრობენ წმ. მამები ლოცვისა და სიფხიზლის განუყოფლობაზე. სიფხიზლე გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი გონება მუდმივი ყურადღების ქვეშ გვყავდეს. ამგვარი ლოცვით საღმრთო მადლი მკვიდრდება ჩვენში.

წარმოსახვები (მეოცნებეობა) ბოროტის ყველაზე ცბიერი იარაღია: წარსულის გახსენება, უკვე მომხდარი ამბის სხვაგვარი დასასრულის წარმოდგენა ან მომავლის წარმოსახვა, კეთილ საქმეებზე ოცნებით საკუთარი თავის განდიდება. ჩვენთან სხვადასხვაგვარი აზრები მოდიან და იკავებენ გონებას, ამას ხშირად ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ამ დროს გონება წყდება ლოცვას და აღარ იმყოფება ქრისტესთან ცოცხალ ურთიერთობაში. ბოროტი არცისე იშვიათად იყენებს ადამიანის ბუნებრივ სწრაფვას სიკეთისკენ, აღძრავს მის გონებაში ფანტაზიებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ადამიანის სულზე.

ამ დროს, ლოცვას ენაცვლება საკუთარ წარმოსახვებში ფარფატი, ამით ბოროტი ცდილობს, რომ ადამიანი დაკმაყოფილდეს საკუთარი წარმოსახვებით და აღარ დაინტერესდეს ქრისტეს ძიებით.
ბოროტი სხვადასხვა გზას მიმართავს ადამიანის წყობიდან გამოსაყვანად. შთააგონებს გაიხსენოს წარსულში დაშვებული დიდი შეცდომები რათა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს. ეს ბრძოლა დაუნდობელი და სასტიკია.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •