სტუდენტური პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრების დისტანციური შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან

5 თებერვალს, 20:00 საათზე, შედგა სტუდენტური პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრების დისტანციური შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.

შეხვედრის თემა იყო

“ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ქრისტიანობაში”

ჩართვას 120 ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრა 1.5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად მამა თეოდორემ ისაუბრა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.