SKM C25820092612131

წმინდა იოანე სინელი – სინანული ღმერთთან შერიგებაა ცოდვების შესაბამისი სიკეთის ქმნით

სინანული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღმრთის წინაშე ახალი ცხოვრების აღთქმის დადება.

სინანული ღმერთთან შერიგებაა ცოდვების შესაბამისი სიკეთის ქმნით.
სინანული განწმენდაა სინდისისა, ღმერთმა რომ დაბადებისთანავე მიანიჭა ადამიანს ბოროტების მამხილებლად.

სინანული ღმერთთან მიმაახლებელია და ცოდვიგან განმაშორებელია.

ნუ შეგიპყრობს უიმედობა, თუნდაც რომ ყოველდღე დაეცე, არამედ მამაცურად და გონივრულად გააგრძელე სინანული. მოეწონება შენი მოთმინება მცველ ანგელოზს და უეჭველად შეგეწევა.

ცოდვით დაცემამდე ეშმაკები გვეუბნებიან: „ღმერთი ცოდვათა მიმტევებელია“; დაცემის შემდეგ კი გვეუბნებიან: „ღმერთი მართლმსაჯულია.“
არ დაუჯერო იმას, ვინც პატარა შეცოდებებზე გეუბნება: „ნეტავ დიდი არ ჩაიდინო, თორემ ეს რა არის“. ხშირად პატარა ძღვენსაც დაუცხრია მსაჯულის დიდი გულისწყრომა.
ვინც ჭეშმარიტ სინანულშია, მას დაკარგულად მიაჩნია ყოველი დღე, როცა არ გლოვობს, თუნდაც რომ იმ დღეს რაიმე სიკეთე ჩაიდინოს.
ნურც ერთ მონანულს ექნება მოლოდინი იმისა, რომ სიკვდილის ჟამს შეინანებს და შენდობას მიიღებს. ის, რაც უცნობია და უხილავი, არც სარწმუნო არს.

ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არც განიკითხავს და არც დაცემის გამო განსჯის.

ფრთხილად ვიყოთ ძმებო: ვაითუ სინდისი იმიტომ კი აღარ გვამხელს, რომ წმინდაა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი მხილება მოსწყინდა.
ცოდვათა მიტევების ნიშანი ისაა, როცა ადამიანს ყოველთვის მოვალედ მიაჩნია საკუთარი თავი.
არაფერი შეედრება ღმრთის მოწყალებასა და სახიერებას. ამიტომ საკუთარ თავის მკვლელია ის, ვისაც სასოება წარუკვეთავს.
სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ იზარმაცებს ის, ვინც თავმდაბალია და ცოდვებს დასტირის. ვინც ამ ორისგან შორს არის, თავს იტყუებს.
ჭეშმარიტი სინანულის ნიშანი ისაა, როცა დამსახურებულად მიგვაჩნია ყოველგვარი ხილული თუ უხილავი ჭირი და განსაცდელი.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •