სოფრონი3 e1605723973896

წმ. სოფრონ სახაროვი – საკუთარი ცოდვილობის გააზრება

იმისთვის, რომ იესუს ლოცვამ იმ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რის შესახებაც ასე აღტაცებით საუბრობენ ჩვენი მამები და მასწავლებლები, აუცილებელია, რომ მათ სწავლებას ზედმიწევნით მივსდიოთ. პირველი პირობა – რწმენა ქრისტესი, როგორც მხსნელისა; მეორე – საკუთარი თავის ადექვატური ხედვა, რომ ჩვენ დაღუპვის პირას მყოფი ცოდვილები ვართ. ეს განცდა ზოგჯერ ისეთ სიღრმეს აღწევს, რომ ადამიანს ყველაზე უარესად მიაჩნია საკუთარი თავი, ეს განცდა ცხადად მოდის, არა ჩადენილი ცოდვების სიმრავლის გამო, არამედ ღვთისგან ჩვენი განშორებულობის ხედვის გამო, აღქმა საკუთარი თავისა, როგორც ყოველგვარი ბოროტების პოტენციური მატარებლისა.

რამდენადაც ვმდაბლდებით, იმდენად სწრაფად აღწევს ჩვენი ლოცვა ღმერთამდე. ხოლო როდესაც ვკარგავთ სიმდაბლეს, არანაირი ღვაწლი აღარ გვშველის, ჩვენში არსებული სიამაყე, მოყვასის განკითხვა, თავის ამაღლება განგვაშორებს ქრისტესგან.

საკუთარი თავის განკითხვით და დაცემულობის განცდით უნდა მივეახლოთ ქრისტეს. არაფერი არ უნდა წარმოვისახოთ, არაფერი ვეძებოთ, გარდა შეწყალებისა. ასეთი უნდა იყოს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ დაგვეხმაროს, რათა არ შეურაცხვყოთ სულიწმიდა ჩვენივე ვნებებით, არ მივაყენოთ ზიანი მოყვასს. არ ველოდებით არანაირ ნიჭებს და ზეციურ მდგომარეობებს, არამედ ვცდილობთ მთელი ძალებით ქრისტეს ვუერთგულოთ და მას დავემსგავსოთ. მოვუხმოთ მოუკლებლად, მთელი არსებით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ