John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – ჭეშმარტ მწყემსს სამწყსოს მიმართ სიყვარული წარმოაჩენს

მოძღვარი ის არის, რომელსაც ღვთის თითით დაწერილი სიბრძნის წიგნი მიუღია, ეს წიგნია ღმერთის ბრწყინვალების ძალა და სხვა წიგნი მას აღარ სჭირდება.
საძაგელია ის მოძღვარი, რომელიც მხოლოდ წიგნებიდან ასწავლის. ასევე საძაგელია ის მხატვარი, რომელიც ვერ ხატავს უმაგალითოდ.
ვისაც გსურთ მიწაზე ასწავლოთ, ზეცაში უნდა ისწავლოთ და საკუთარი საქმეებით ასწავლოთ სხვებს.
არ დაგავიწყდეს ის, ვინც თქვა: არც კაცთათვის, არც კაცთა მიერ ვისწავლი, რადგან მიწიერები სულიერ სნეულებებს ვერ განკურნავენ.

რამდენადაც მოწაფის დიდ ნდობას ხედავს წინამძღვარი, იმდენად საქმითა და სიტყვით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა არავინ დააბრკოლოს; რადგან ყველა მას მიიჩნევს მისაბაძ მაგალითად და მისგან სწავლობს მოქცევის წესსა და კანონს.
ჭეშმარტ მწყემსს სამწყსოს მიმართ სიყვარული წარმოაჩენს. მწყემსი კეთილი სიყვარულისთვის ჯვარს ეცვა.

ყოველი სიტყვა გაიაზრე და ისე თქვი და არასდროს გევნება.
მცირე ხნით შეაწუხე სნეული, რათა შენი საზიანო დუმილით ამ უკანასკნელს ავადმოყოფობა არ გაუხანგრძლივდეს ან საერთოდ არ მოკვდეს.
მესაჭის დუმილის გამოისობით მრავალს ჰგონებია, სწორად მიდიოდა, ვიდრე ნავი კლდეს არ დასჯახებია და დალეწილა.

ვისაც ცალკე ამხელ და არ შერცხვება, მას არც მაშინ შერცხვება, სხვების თანდასწრებით თუ ამხელ, რადგან ბოროტებას არის დაჩვეული და საკუთარი ცხონება მოუძულებია.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ