გონიერი ლოცვის გარდა, ყველა სხვა ლოცვა დროთა განმავლობაში შეიძლება გაუკუღმართდეს. მაშინ იკარგება სიწრფოება და ადამიანი იწყებს თავმოწონებას. შინაგანი ლოცვა კი, ღმრთის სახელის მოკლე მოწოდება, ორჭოფობას არ უშვებს, და არ შეიძლება, რომ მისგან ხიბლი წარმოიშვას. რადგან გულში მუდმივად წარმოითქმება ქრისტეს სახელი და იგი განგვწმენდს ბნელისაგან და წარგვიმართავს ნათლისაკენ.
ყველას ასწავლე შინაგანი ლოცვა, რომ განუწყვეტლივ წარმოთქვამდნენ: “უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე”. თავიდან ბაგითა და გონებით. შემდეგ გონებითა და გულით. და მალე იპოვნიან ცხოვრების გზას, სამოთხის კარს. თუმცა თვით ლოცვა, წადილით წარმოთქმული, სამოთხესავით გახდება მათ შიგნით.
ლოცვა ყველგან ითქმის: ზიხარ თუ წევხარ, დგახარ თუ დადიხარ. “მოუკლებლად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით”, – ამბობს მოციქული. ოღონდ ლაპარაკია არა იმაზე, რომ როცა დაწვები, მხოლოდ მაშინ ილოცო. საჭიროა ბრძოლა: გინდ იდგე, გინდ იჯდე. როცა იღლები ჯდები, ისევ დგები, რომ ძილი არ მოგერიოს. ამას ჰქვია “ქმედება”. შენ ღმერთს შენს განზრახვას უჩვენებ, ყველაფერი კი მასზეა დამოკიდებული, გიბოძებს თუ არა ამას. ღმერთია დასაბამიცა და დასასრულიც. მისი მადლი იქმს ყოველივეს. იგია [მადლი] მამოძრავებელი ძალა
მაცდურისაგან ერთი უმეცრული აზრია გავრცელებული: თუკი ვინმე ლოცვას ამბობს, ეშინია, ხიბლში არ ჩავარდეს, თუმცა კი სწორედ ასეთი ფიქრია ხიბლი.
ვისაც სურს, დაე სცადოს. და მას შემდეგ, რაც ლოცვის მოქმედება გაგრძელდება, სამოთხე ექნება შიგნით,. ვნებებისაგან განთავისუფლდება, სხვა ადამიანად იქცევა. ხოლო თუ ამასთან ერთად უდაბნოშიცაა, ო! ო! მაშინ ხომ ვერ აღვწერ ლოცვის სიკეთეს.
მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)