ათონელი scaled

წმინდა პაისი ათონელი – ეკლესია ეს თვით ქრისტეა

ეკლესია ქრისტეს ეკლესიაა და სწორედ იგი მართავს მას. ეკლესია ეს ტაძარი არ არის, რომელსაც ღმრთისმოსავი ადამიანები ქვის, ქვიშისა და კირქვისგან აგებენ, ხოლო ბარბაროსები ცეცხლით ანადგურებენ. ეკლესია ეს თვით ქრისტეა „და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი“.

თუ რომელიმე მეუფე, მღვდელი ან ბერი დამნაშავეა, ქრისტე ხომ არ არის დამნაშავე! მაგრამ ადამიანები ასე ღრმად არ იყურებიან. „- განა ეს ქრისტეს არ წარმოადგენს?“ – ამბობენ ისინი. მაგრამ საკითხავი ისაა, ეს წარმომადგენელი განასახიერებს იმას, ვისაც წარმოადგენს?! ადამიანები არ ფიქრობენ იმას, რა ელის ქრისტეს ასეთ წარმომადგენელს იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ამიტომ ზოგიერთი, როცა სასულიერო პირთა ცხოვრებაში შეუფერებელ გამოვლინებებს ამჩნევს, რწმენას კარგავს.

საწყლებს არ ესმით, რომ თუ რომელიმე ჟანდარმი დამნაშავეა, მისი ერი დამნაშავე არ არის, ასევე, თუ რომელიმე ღმრთისმსახური აშავებს, ამაში ეკლესიის ბრალი არ არის. მაგრამ მათ, ვინც ამგვარად ცდუნდება, მაგრამ კეთილადაა განწყობილი, შეუძლიათ ამის გაგება, თუკი აუხსნი. ასეთ ადამიანებს დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვთ, რადგან მათი ბოროტებისკენ გადახრა შეძლეს, რაღაცის გაგების უნარი კი მათ არა აქვთ.

თუ სახარების მიხედვით არ ვცხოვრობთ, ჩვენ, ბერები და ღმრთისმსახურები ცრუღმერთობას ვავრცელებთ. ხალხს ჩვენი სათნოებების ჭირდება და არა – უწმიდურებანი. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითს, რომელსაც ერის ადამიანებს ბერები უჩვენებენ.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი