ათონელი scaled

წმინდა პაისი ათონელი – ცოდვების აღსარებით ადამიანი სიმდაბლეს იძენს

იმისათვის, რომ შინაგანი სიმშვიდე განიცადო, თავი ნაგვისაგან უნდა განიწმინდო. ეს აღსარების საშუალებით უნდა მოიმოქმედო. მოძღვრისათვის გულის გადაშლითა და თავისი ცოდვების აღსარებით ადამიანი სიმდაბლეს იძენს. ამგვარად მის წინაშე ზეცის კარი იღება, ასევე უხვად მოეფინება მადლი ღვთისა და ის ხდება თავისუფალი.

დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული მაგალითი და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვეუბნები ერისკაცებს: “გიყვარდეთ ქრისტე, გქონდეთ თავმდაბლობა, აღასრულეთ თქვენი ვალი და ქრისტე განაცხადებს თქვენ კეთილ საქმეებს ხალხში.”

ისინი, რომლებიც თავიანთი წრფელი სიყვარულით მზად არიან თვით სიცოცხლეც გასწირონ თანამოძმეთა დასაცავად, ქრისტეს ბაძავენ; მუდამ უდიდესი გმირები არიან, რადგან სიკვდილსაც კი ეშინია მათი, რამეთუ მათ იგი არაფრად ჩააგდეს სიყვარულის გამო. ამიტომაც იოლად აღწევენ სამარადისო ნეტარებას, რადგან სიკვდილზე იმარჯვებენ და საფლავის ქვის ქვეშ მარადისობის გასაღებს პოულობენ.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი 

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •