porfiri kavsokaliveli 4

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – წყენათა დათმენა ვარჩიოთ სხვების წყენინებას

ჩვენ სხვა ადამიანის ბოროტება უნდა აღვიქვათ როგორც ავადმყოფობა, რომელიც მას აწვალებს. ის იტანჯება და აღარ ძალუძს მისგან განთავისუფლება. ამიტომ უთანაგრძნოთ ჩვენს ძმებს და დებს, მივმართოთ მათ ზრდილობიანად და თან ჩვენს გულში ვიმეოროთ: უფალო, იესუ ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ. – რათა უფალმა განამტკიცოს ჩვენი სული ღვთიურიმა დლით, რომ ჩვენ არ ჩავვარდეთ განკითხვის ცოდვაში. ყველაში წმინდანი უნდა დავინახოთ. ყველა ვატარებთ ჩვენში ძველ ადამიანს. მოყვასი როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სისხლი და ხორცია და უნდა გვიყვარდეს “ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი – ეკლესიას” (ეფ. 5, 29).

როცა ადამიანი რაიმე ვნებითაა შეპყრობილი გადავაფრქვიოთ მასზე სიყვარულისა და გულმოწყალების სხივები, რომ ის გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან და განთავისუფლდეს. ეს მხოლოდ ღმრთის მადლით ხდება. იფიქრეთ, რომ ის თქვენზე უფრო იტანჯება. მონასტერში თუ ვინმემ რაიმე დააშავა არ ვუთხრათ მას რომ დამნაშავეა. მოვეპყრათ მას ყურადღებით და პატივისცემით და ვილოცოთ მისთვის. როცა ჩვენ ვითმენთ ჩვენი ძმისგან მიყენებულ ბოროტებას ეს ჩვენ მოწამეობად ჩაგვეთვლება. გავაკეთოთ ეს სიხარულით.

ქრისტიანი კეთილშობილია. მოდით წყენათა დათმენა ვარჩიოთ სხვების წყენინებას. როცა ჩვენში მოვა სიკეთე და სიყვარული, მაშინ ყველა წყენა დაგვავიწყდება. აქ საიდუმლოებაა დამარხული. როცა ბოროტება შორიდან მოდის, თქვენ მას გვერდს ვერ აუვლით. დიდი ხელოვნებაა წინასწარ განსჭვრიტო ბოროტება. თუნდაც ხედავდეთ ბოროტებას, ღმრთის მადლით ის მაინც არ იმოქმედებს თქვენზე.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •