W3A5643 scaled e1616351942325

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – როცა ქრისტე გულში შემოდის, ვნებები ქრება

როცა ქრისტე გულში შემოდის, ჩვენი ცხოვრება სრულიად იცვლება. ქრისტე ყველაფერია. ვის გულშიც ის ცხოვრობს, მთელ სამყაროს სათუთად აღიქვამს და ყოველი მოვლენა აღუწერელ სიყვარულად ვლინდება მის გულში. ასეთი ადამიანი გაუნელებელ სიხარულში ცხოვრობს. ეს სიმართლეა! ამას ადასტურებს ათონის წმიდა მთის ურიცხვი მოსაგრე. ამ სიხარულში ისინი განუწყვეტლივ ჩურჩულებენ უწყვეტ ლოცვას: „უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“. როცა ქრისტე გულში შემოდის, ვნებები ქრება. უკვე არ შეგიძლია სიძულვილი, შურისძიება, გინება, განკითხვა, რადგან აშკარად გძნობ, რომ ყველა და ყველაფერი შენი ღვიძლი ნაწილია ქრისტეში. როცა გულში მეფობს ქრისტე და მარადიული ნათელი, როგორ დაივანებს მის გვერდით სიძულვილი, ანტიპათია, განსჯა, ეგოიზმი, დარდი და სტრესი?
ქრისტესმიერი სიყვარული ჩვენში აღძრავს იმის რეალურ შეგრძნებას, რომ გარდაცვალება მხოლოდ ხიდია, რომელსაც გარკვეულ მომენტში გადავალთ, რათა ქრისტეში მარადიული სიცოცხლე განვაგრძოთ.

როცა ქრისტეს მოიპოვებ, სრულიად დაკმაყოფილდები, მეტი აღარაფერი გინდა, მშვიდდები და სხვა ადამიანი ხდები. შენ ყველგან ცოცხლობ, სადაც ქრისტეა. ცხოვრობ ვარსკვლავთა შორის, უსასრულო სამყაროში, ზეცაში ანგელოზებთან და წმიდანებთან, მიწაზე ადამიანებთან, მცენარეებთან და ცხოველებთან – ყველაფერთან ერთად, რითაც აღსავსეა სამყარო. სადაც ქრისტესადმი სიყვარული იბადება, იქ ქრება მარტოობა. მაშინ ხდები გაწონასწორებული, სიხარულით აღსავსე. არავითარი დარდი, ავადმყოფობა, სტრესი, მჭმუნვარება, შიში და სხვა რამ, არ შეგაწუხებს.

მთავარი ფოტო: ჯვართამაღლების ტაძრის პანტოკრატორი (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •