Афонский. 1930 е

წმინდა სილუან ათონელი – ვისაც მეტად უყვარს, ის მეტად იტანჯება

დედამიწაზე ყველა ადამიანი გარდაუვალად განიცდის მწუხარებას და მიუხედავად იმისა, რომ უფლის მიერ მოტანილი განსაცდელი არასდროს არის დიდი, მათ ის საკუთარ ძალებზე აღმატებულად ეჩვენებათ.

ამიტომაც არის, რომ ადამიანებს ანგრევს მწუხარება, რადგან მათ არ უნდათ სული დაიმდაბლონ და ღმრთის ნებას მიენდონ. ხოლო უფლის ნების მიხედვით მცხოვრებ ადამიანებს თვით ღმერთი ხელმძღვანელობს თავისი მადლით. მათ ყველა განსაცდელი მხნედ გადააქვთ უფლის გულისთვის, რომელიც შეიყვარეს და რომელთან ერთად მარადიულად განდიდდებიან.

დედამიწაზე შეუძლებელია მწუხარების თავიდან აცილება, მაგრამ ღმრთის ნებას მინდობილ ადამიანს ყველაფერი იოლად გადააქვს. ის ხედავს მწუხარებას, მაგრამ უფლის იმედი აქვს და მწუხარებებიც ქრება.

განუზომლად დიდი იყო ჯვართან მდგომი ღმრთისმშობლის მწუხარება, რადგან მას თავისი ძე იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენ კი ვიცით, რომ ვისაც მეტად უყვარს, ის მეტად იტანჯება.

თავისი ადამიანური ბუნების მიხედვით ღმრთისმშობელი ვერ შეძლებდა ასეთი მწუხარების დათმენას, მაგრამ ის უფლის ნებას იყო მინდობილი, მას თვით სულიწმინდა განამტკიცებდა და ძალას აძლევდა განსაცდელის გადასატანად. უფლის ამაღლების შემდეგ, კი თვითონ გახდა მწუხარებაში მორწმუნეთათვის ნუგეშისმცემელი.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •