iJQJ2RYEX

წმინდა სილუან ათონელი – სიყვარული, რომელიც გულიდან გამოდის.

ჩვენი ბრძოლა იმისკენაა მიმართული, რომ თავი დავიმდაბლოთ.

მტრები სიამაყის გამო დაეცნენ და ჩვენც ამისკენ გვიბიძგებენ. მაგრამ ჩვენ,ძმანო, თავი დავიმდაბლოთ და მაშინ უფლის დიდებას აქვე, დედამიწაზევე ვიხილავთ, რადგან უფალი მდაბალთ აძლევს სულიწმინდით თავისი თავის შეცნობის ძალას.

სული, რომელმაც ღმრთის სიყვარულის სიტკბოება იგემა, მთლიანად გარდაიქმნება და სრულიად სხვაგვარი ხდება. მას უყვარს თავისი უფალი და დღე და ღამე მისკენ ისწრაფვის მთელი ძალით. იგი გარკვეული დროის განმავლობაში ღმერთში განისვენებს, შემდეგ კი ადამიანებისთვის წუხილს იწყებს.

მოწყალე უფალი სულს ხან ღმერთში განსვენებას მიჰმადლებს და ხან კი მთელი ქვეყნიერების გამო წუხილს და სურვილს, რომ ყველა ადამიანმა შეინანოს და სამოთხეში მოხვდეს. ადამიანი, რომელმაც სულიწმინდის სიტკბოება იგემა, ყველას იმავეს უსურვებს, რადგან უფლის სიტკბოება ადამიანს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი თავი უყვარდეს. ამ სიტკბოებისგან მას ადამიანებისადმი სიყვარული უჩნდება, რომელიც გულიდან გამოდის.

შეიყვარე უფალი, რომელმაც პირველმა შეგვიყვარა და ჩვენთვის ევნო

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •