mamontov 2 2

არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი – ადამიანი ურთიერთობისთვისაა შექმნილი

ადამიანი ღმერთთან ურთიერთობისთვის შეიქმნა. სულიერი ცხოვრება ვერ განვითარდება მარტოობაში, რადგანაც ადამიანი ურთიერთობისთვისაა შექმნილი. მისი საბოლოო მიზანი ღმერთთან შეერთება და განღმრთობაა. ეს ერთობა საიდუმლოებაა, რომელიც ყოველი ჩვენგანის გულებში აღესრულება. ჩვენ, ქრისტიანებს, ეკლესია ყველანაირ პირობას გვაძლევს ამის მისაღწევად. როგორ მიიღწევა ეს ერთობა? არა რაღაც გაუცნობიერებელი პროცესით, არამედ სულიწმიდითა და ჩვენი თავისუფალი ნებით.

ცოდვით დაცემის შემდეგ ღმერთი არ ტოვებს ადამიანს, არ დუმს, როგორც ამას დეისტები ამბობენ, მას თავის ქმნილებასთან შეწყვეტილი დიალოგის განახლება სურს. მას ჯერ კიდევ აქვს ჩვენთვის რაღაც სათქმელი და ჩვენგან მოსასმენი. საუბარი გრძელდება, რადგან ღმერთს სწყურია ადამიანი, მის უსაზღვრო სიყვარულს არ შეუძლია მისი დავიწყება.

თუმცა, ადამიანი უუნარო გახდა ამ დიალოგისა. ადამსა და ღმერთს შორის არსებული შეხვედრის წერტილი გაქრა. ადამი აღარაა იმ წერტილში. ღმერთი ეძებს მას: ”ადამ, სადა ხარ?”, მაგრამ ვეღარ პოულობს მას. როდესაც ადამს ჰქონდა ღმერთთან საუბრის უნარი, ის ამ უნარს ყველა ქმნილებას უზიარებდა, მის მიერ მთელი ქმილება შემოქმედის განდიდების დიდ სიმფონიას შეადგენდნენ, შემოქმედის, რომლის არსიც – სიხარულია. შეიძლება ითქვას, რომ დიალოგის სინონიმი – სიხარულია.

ყველა ადამიანი ამ სამყაროში, რომელიც ურთიერთობის ნათელს ატარებს, სხვა ადამიანისთვის სიხარულის წყაროს წარმოადგენს