მრავალი თაობისის სასულიერო პირებს, რომელთაც შეიმეცნეს ქრისტეს სახელის ძალა, საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებისას ცოცხალი ღმერთის განცდა ჰქოდნათ. მათ ეხსნებოდათ საღმრთო ლიტურგიის მღვდელმოქმედების საიდუმლოება. ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ მათ წინაშე ქრისტეს ჭეშმარიტი, ყოვლადპატიოსანი ხორცი და მისი ყოვლადწმიდა სისხლია.
ამ გამოცდილების დავიწყებამ მრავალი ადამიანის ცხოვრება დააცარიელა. მათთვის ლოცვა და საიდუმლოებები კარგავენ თავიანთ მარადიულ რეალობას. ლიტურგია უბრალო გახსენებად აღიქმება. ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ლოცვა ტყუილი დროის კარგვაა, მითუმეტეს მაშინ, თუ არ აღუსრულდათ მათი ამქვეყნიური სათხოვარი. მაგრამ განა ჩვენი არსების ღმერთთან შეერთება ჩვენი სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვანი სასწაული არ არის? ამ გამოცდილებას სიკვდილიც კი ვერ წაგვართმევს. სამყაროში ჩვენი არსებობის აზრი სწორედ ესაა. ქრისტესადმი სიყვარული, რაც მთელს ადამიანს აღავსებს, რადიკალურად ცვლის ჩვენს ცხოვრებას.
მათ, ვინც შეიყვარეს ქრისტე და მისი სახელი, ტკბებიან წმინდა წერილის კითხვით. მისგან გამომავალი აზრი და ნათელი იზიდავს ადამიანის სულს და სხვა ვერაფრით ვეღარ ინტერესდება.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ