i

წმინდა სოფრონ სახაროვი – ქრისტეს მოხმობასა და მასთან შეერთებაში მდგომარეობს მთელი ჩვენი ხსნა

იესუს ლოცვა (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) განწმენდს სულს, ანუ განუწყვეტელი ღაღადება ღმრთის, ჩვენი მაცხოვრის მიმართ. ქრისტეს მოხმობასა და მასთან შეერთებაში მდგომარეობს მთელი ჩვენი ხსნა. შევღაღადოთ, რომ ჩვენთან მოვიდეს და განგვკურნოს. ვითარცა ავადმყოფებმა, უნდა ვიკვნესოთ და ის, როგორც სიყვარულით აღვსილი მკურნალი შესაწევნელად გამოეშურება.

ჩვენ, ყაჩაღთა ხელში ჩავარდნილივით უნდა ავტირდეთ და კეთილი სამარიტელი მოვა, ჩვენს ჭრილობებს განწმენდს, სასტუმროში – ესე იგი, ნათლის ჭვრეტასთან მიგვიყვანს. როდესაც ქრისტე ჩვენს გულში შემოდის, მაშინ ეშმაკი მარცხდება და მის მიერ შექმნილი სიბინძურე იწმინდება. ამგვარად, ეშმაკზე გამარჯვება არის ქრისტეს გამარჯვება ჩვენი მეშვეობით.

ჩვენ კაცობრივი გავაკეთოთ (მოვუხმოთ ქრისტეს), ის კი ღმრთაებრივს იქმს (ეშმაკს დაამარცხებს და ჩვენ განგვწმენდს). შესაბამისად, არ უნდა ვესწრაფოდეთ, რომ თვითონ გავაკეთოთ ღმრთის საქმე, ღმერთს კი კაცის საქმე დავუტოვოთ. კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენზე კაცობრივია (ლოცვა) დამოკიდებული, ღმერთზე კი – ღმრთაებრივი (ცხონება). ყოველივე რაც ეკლესიაში აღესრულება ღმერთკაცობრივი საქმეა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ