სოფრონ სახაროვი .mp4 000311560

წმინდა სოფრონი (ინგლისელი) – არაფერი იფარება და ვერაფერი დაიმალება

წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ჩემი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ბოროტმა აზრმა, მაგალითად, მკვლელობის სურვილმა ჩემს გულში (შეად. “ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცის კვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი” (მათ. 15:19).) მხოლოდ ერთხელ გაიელვა, თუ იგი ჩემი არსიდან სინანულითა და აღსარებით არ განიდევნა, ჩემი ცხოვრების სხეულზე ეს ერთადერთი აზრი შავ ლაქად დარჩება. “ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება” (ლკ. 12:2-3), ანუ არაფერი იფარება და ვერაფერი დაიმალება.

ჩვენ თავს ხშირად ვაწყნარებთ და ვარწმუნებთ, რომ, რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ არავის დაუნახავს და არავინ არაფერი იცის. მაგრამ, როდესაც მარადიულობაში გადასვლის სამზადისში ვართ, უწინარესად ყველაფერი ჩვენთვის იცვლება და ვცდილობთ ჩვენში არსებული ყოველგვარი შავი ლაქისაგან თავი დავიხსნათ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ