გონიერი ლოცვის ღვაწლისთვის აუცილებლად საჭიროა გამოცდილი მოძღვარი. საჭიროა სიფრთხილე, სიმდაბლე, ღვთის შიში და მოთმინება. ასეთ შემთხვევაში, ეს ღვაწლი ქრისტესთან შეხვედრამდე მიგვიყვანს და შევუერთდებით მას. ჩვენს გულში მარადიული სიცოცხლის ცოცხალი განცდა დაიბადება და ჩვენში დაბუდებულ ბნელ უფსკრულზე უსაფრთხოდ გადავალთ.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იესუს ლოცვაში ხშირი ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია. რათა ამ საკითხს მეტად მოვფინოთ ნათელი, ჩვენი თანამედროვე ყოველდღიურობიდან მოვიყვან მაგალითს.
სპორტსმენები, რომლებიც მომავალი შეჯიბრებისთვის ემზადებიან, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმეორებენ ერთსა და იმავე მოძრაობას, რათა შეჯიბრის დროს ეს მოქმედებები გაცილებით გათავისებული, სწრაფი, მტკიცე და მექანიკური იყოს. ხარისხი დამოკიდებულია ვარჯიშის რაოდენობაზე.
აუცილებელია, რომ ჩვენი ლოცვითი ღვაწლი წლების განმავლობაში გრძელდებოდეს. ხანგრძლივობის მეშვეობით ლოცვა ჩვენი არსების ნაწილად იქცევა. სულიერ სფეროში ნებისმიერი მოვლენის: სინათლის, სიბნელის, წმინდანების და ანგელოზების, თუ დემონური ძალების გამოცხადების, სიხარულის, მწუხარების, ნებისმიერი გარემოების ბუნებრივი რეაქცია იქნება იესუს ლოცვა.
ასეთი ლოცვითი მდგომარეობით უმტკივნეულოდ დავიბადებით მარადიულ სიცოცხლეში.
მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა სოფრონ სახაროვის პორტრეტი