neqtarios egineli 1

წმ. ნექტარიოს ეგინელი – ლოცვა – სიხარულის წყარო

ლოცვა უმაღლესი სათნოება, ღმერთთან შემაერთებელი, სიმშვიდის, ურისხველობის, სიხარულის და მადლიერების წყარო, სევდისა და მოწყენილობისაგან დამცველია. ლოცვა ღმერთთან საუბარია და ამიტომაც ამ დროს გონება თავისუფალი უნდა გვქონდეს ყველაფრისგან, შემუსვრილი გულით აღვლენილი ლოცვა სულის საკვები ხდება და ნეტარია ის გონება, რომელიც ლოცვისას უწყვეტად საუბრობს ღმერთთან.

ლოცვა – ჩვენი ცხოვრების შემწე, ყოველგვარი მიწიერის დავიწყება, ზეცაში მყოფობაა, ჭეშმარიტი ლოცვისას ადამიანი შეურყეველია.
ლოცვა სულიერი თვალების მზეა, როგორც სხეულისთვისაა მზის სინათლე, ასევა სულისთვის ლოცვა, რომელიც სულის ჩაუქრობელი ნათელი, ზეციური იარაღი, ნებისმიერი ვნების წამალი და, შინაგანი ჯანმრთელობის ნაყოფია.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •