sofron saxarovi 2

წმინდა სოფრონ სახაროვი – გულებში ირთვება ძრავი სინანულის ლოცვისა

მრავალწლიანი ღვაწლი იესუს ლოცვაში, იმდენად ცვლის ჩვენს დაცემულ ბუნებას, რომ ჯერ კიდევ ხორცში მყოფებს, გვეძლევა უნარი საღმრთო გამოცხადების აღქმისა, ანუ ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობისა.

ქრისტეს სახელის მოხმობით თანდათან ვუერთდებით მას. შემდგომი განვითარება და წინსვლა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდვილობისა და დაცემული ბუნების განცდის ხარისხზე. როდესაც ეს განცდა იზრდება,მაშინ დიდი ენერგიით მოვუხმობთ მის სასწაულმოქმედ სახელს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.

წმინდა გარდამოცემა და თავად უფლის სწავლებაც გვამცნებს,რომ აუცილებელია სულის სიგლახაკეში ვიმყოფებოდეთ და ვაცნობიერებდეთ ჩვენს რეალურ მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, თუ როგორი დაძაბულობით ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებსაც სასიკვდილო სნეულება აქვთ, მაგალითად სიმსივნე. ზუსტად ასეთი და კიდევ უფრო მეტი ტკივილი აქვთ იმ მოღვაწეებს, რომლებიც თავიანთ გულებში არსებულ სულიერ სიმსივნეს ხედავენ, ანუ იმ ვნებებს, რომლებიც ქრისტესგან განაშორებენ. ასეთ ადამიანებს მართლაც ყველაზე ცოდვილებად მიაჩნიათ საკუთარი თავი და ფიქრობენ, რომ სრულ წყვდიადში იმყოფებიან. ეს იწვევს იმას, რომ მათ გულებში ჩნდება ენერგია, ირთვება ძრავი სინანულის ლოცვისა, როდესაც მათ გონებასა და გულში მხოლოდ ეს სიტყვებია: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.