sofron saxarovi 3

წმინდა სოფრონ სახაროვი – სინათლე, რომელიც განანათლებს ჩვენს გონებას

რთულია, მაგრამ ძალიან მშვენიერია ასეთი ღვაწლი: როდესაც ვცდილობთ,რომ იესუ ქრისტეს სახელის მოხმობით, გონება ჩაღრმავდეს ჩვენი პიროვნების უხილავ ცენტრში ანუ გულში. ქრისტეს რწმენის გარეშე, შეუძლებელია დავინახოთ ჩვენში არსებული მომაკვდინებელი შხამი. ჩვენში არსებულ ბოროტებასთან ამგვარი ბრძოლის შემდეგ, საკუთარი არსების სიღრმეები გაგვეხსნება. მაშინ ჩვენი გონება მიატოვებს ყოველდღიურობის ყოველგვარ წვრილმან და ზედაპირულ გამოვლინებებს და საკუთარი დაცემული ბუნებით შეძრწუნებული, შეიცნობს ლოცვის ძალას და მოუკლებლად მოუხმობს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.

იესუს ლოცვის შესახებ ამგავრადაც შეგვიძლია ვისაუბროთ: ესაა ვნებების შემწველი ცეცხლი, სინათლე, რომელიც განანათლებს ჩვენს გონებას და აქცევს მას შორსმჭვრეტელად, აძლევს უნარს დაინახოს ყველაფერი, რაც ჩვენს გულში ხდება. ამის შესახებ ვკითხულობთ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში: ”რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა. და არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა”(ებრ.4:12-13)

თავდაპირველად იესუს ლოცვით ადამიანი საკუთარ გულში არსებულ წყვდიადით მოცულ უფსკრულზე გადადის, შემდეგ სულს ქრისტესთან შეაერთებს და ჯერ კიდევ ხორცში მყოფსს აძლევს მარადიული სიცოცხლის გამოცდილებას.