49963282173 6d053d0e7e b

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მამა არსენის (მღვიმელი და ისიქასტი) გასაოცარი ღვაწლი

”დღის განმავლობაში გაწეული მძიმე შრომისა და ხანმოკლე ძილის შემდეგ, როდესაც მზე უკვე ჩასული იყო, მამა არსენი გათენებამდე ღამისთევის ლოცვაზე დგებოდა. ის მეუბნებოდა, რომ ყოფილა შემთხვევევბი, როდესაც ლოცვის წინ, ახალგაღვიძებულსა და ძალაგამოცლილს უფიქრია: ”როგორ უნდა გავძლო ღამისთევაზე? ამდენი საათი როგორ ვიდგე? – მაგრამ! როგორც კი ვდგები და გონება ყურადღებით გულში ჩამყავს – ოჰოო! – ლოცვით მთელი გულის სიღრმე იხსნება და სულ მცირე დაღლილობაც კი არ განიცდება! გულში ღმრთის მადლის ისეთ მყოფობას ვგრძნობ, რომ ლოცვით ღვაწლს ვერც კი ვამჩნევ! რვა ან ათი საათი – არანაირი დაღლილობა! ვაგრძელებ ლოცვას, და მხოლოდ დილით, როდესაც მზე ამოიწვერება, მაშინ ვგრძნობ მცირე დაღლას”.

ზოგჯერ თავის კელიაში მთელი 12 საათის განმავლობაშიც მდგარა დაუჯდომლად! საკუთარ თავს არანაირი მოძრაობის უფლებას არ აძლევდა – არც ფეხების მონაცვლეობას, არც აქეთ-იქით ყურებას, არც კედელზე მიყრდნობას და არც წიგნის გადაშლას. განცვიფრდებოდი მისი ღვაწლის შემხედვარე. მამა არსენი სამოც წელს გადაცილებული იყო, მე კი ცხრამეტი წლისა ხან მუხლებზე ვდგებოდი, ხან კედელს ვეყრდნობოდი. ის სანთელივით სწორად იდგა, თავი დახრილი, ყურადღებით გულში, სკვნილით ხელში, 12 საათის განმავლობაში გაუნძრევლად მდგარი, მოუკლებლად იმეორებდა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!“ წარმოიდგინეთ უბრალოდ რა ლოცვა ჰქონდა!

ასე ცხოვრობდა ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე, (97 წლის გარდაიცვალა) ის იყო ჭეშმარიტი სვეტი! ქრისტეს სახელის ჩასუნთქვა – ამოსუნთქვისგან მის კელიაში კეთილსურნელება იგრძნობოდა. ლოცვის გარდა მას არაფერი გააჩნდა, მის გულზე ქრისტეს სახელი იყო ამოტვიფრული”.

წიგნიდან ”ჩემი ცხოვრება ბერი ოსებთან”

მთავარი ფოტო – ღირსი იოსებ ისიქასტის საძმო

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ