efrem arizoneli 2

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ყველაზე მეტად სიმდაბლე შეიყვარე

როცა შენში ქრისტე ცოცხლობს, ნურაფრის გეშინია. დიდი სიმდაბლეა საჭირო იმისთვის, რომ შენში ქრისტემ დაივანოს და იცხოვროს. გონებით დაიჩოქე მის უხრწნელ ფეხებთან და იტირე: ”ჩემო იესო, ამ მდაბალ ცხოვრებაში მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის ნათელი და სიცოცხლე. მიჩვენე შენი სულიერი მშვენიერება, რომ ღმრთაებრივი სიყვარულით აღვივსო, მივდიო შენს კეთილსურნელებას და ვიღაღადო: ”მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენე შენი” ოჰ, ჩემო იესო, ოდეს მოვიდე და ვეჩუენო პირსა შენსა? ჩემი სულის ნათელო, როდის გიხილავ, რომ ნათლით აღვსილმა ვთქვა: ”ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!”

ჰო, შვილო, ყველაზე მეტად სიმდაბლე შეიყვარე და მაშინ გულით მდაბალ იესოს შეიძენ, როგორც შენი სულის საკუთრებას, რომელსაც ვერავინ წაგართმევს.

ჩაისუნთქე ქრისტე, ამოისუნთქე ქრისტე და მაშინ შეიცნობ, რას ნიშნავს ქრისტე!
სადღა იქნება მაშინ მიწიერი სიყვარული?! განა შეიძლება გამხმარ ტყეში ხანძარი გაჩნდეს და გადარჩეს? ასევე ემართებათ ადამიანის გულისსიტყვების გამხმარ ტოტებს, როცა მათ ქრისტეს სიყვარული მოიცავს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ