viqtor mamontov

არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი – ლოცვა ნაბიჯია ღმერთთან შესახვედრად

ლოცვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინაპირობა ყურადღებაა. ყურადღება ნიშნავს რაღაცის საკუთარ თავში შემოკრებას. ის თითქოს ლოცვის სისხლის მამოძრავებელი სისტემაა. თუ გვაქვს ყურადღება, მაშინ ლოცვა უფრო ცოცხალი და რეალურია, თუ არა – მშრალი და გაფანტული. ყურადღება ჩვენს გულებში იბადება, იქ სადაც სული მკვიდრობს. სული შემოგვკრებს საკუთარ თავში ყურადღებით. ყურადღებიანი ლოცვა აუცილებლად რაღაცას ცვლის ადამიანში. ეს არ ნიშნავს სულის დაძაბულობას. როდესაც ზედმეტად ვიძაბებით, პირიქით, იკლებს ჩვენი ყურადღება, ამ დროს დაძაბულობას მოძრაობაში ჩვენი ფსიქოფიზიკური ნაწილი მოჰყავს, რაც არღვევს სულიერ სიფხიზლეს. ადამიანს ამ დროს მხოლოდ საკუთარი თავისკენ აქვს მიპყრობილი ყურადღება და არა ქრისტესკენ. ბუნებრივ, თავისუფალ მდგომარეობაში კი ყურადღება გახსნილია ღვთისთვის და მზადაა ცხადად აღიქვას მისი მოწოდება.

წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ ყურადღება გონების უძრავობას ნიშნავს, რაც საკმაოდ ზუსტი განსაზღვრებაა. ეს არ არის რაღაც ილეთი, არამედ სულის მდგომარეობა, როდესაც გონება იდგამს ფესვს სიღრმეში. წმინდა მამათა თანახმად, ამ დროს ხდება გონებისა და გულის შეერთება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შინაგან მთლიანობაში მოდის.

როდესაც ადამიანი ღმერთთან ურთიერთობს, ხდება მისი მეგობარი, მაშინ გადალახავს ყველაფერ მიწიერ და ამქვეყნიურს, მის გონებაში მხოლოდ ღმერთია და მხოლოდ მის ნებას ანდობს მთლიანად საკუთარ თავს. მაშინ მის გონებაში მხოლოდ ღმერთია და მისი სული, სუფთა გონებით წარსდგენა ღვთის წინაშე. ნამდვილი საიდუმლოებაა ასეთი ადამიანის გულის დიალოგი ღმერთთან.

ლოცვა ნაბიჯია ღმერთთან შესახვედრად.