efrem katunakeli 3

ბერი ეფრემ კატუნაკელი – ლოცვა გვაძლევს ყველაფერს

შვილო ჩემო, წარმოთქვი ლოცვა – “უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე,” დღედაღამ განუწყვეტლივ. ლოცვა გვაძლევს ყველაფერს, ის თავის თავში მოიცავს ყველაფერს: თხოვნას, ნუგეშს, რწმენას, აღმსარებლობას, ღვთისმეტყველებას და ა.შ. ლოცვა უნდა აღესრულებოდეს განუწყვეტლივ.

ლოცვა თანდათან მოიტანს მშვიდობის, სიტკბოების,სიხარულის ცრემლებს. მშვიდობა და ცრემლები კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოიტანს, ლოცვა კი კვლავ უფრო დიდ მშვიდობასა და სიტკბოებას მოგანიჭებს და ასე განუწყვეტლივ. ისეთი მომენტიც იქნება, რომ ლოცვის შეწყვეტისას თავს ცუდად იგრძნობ.

გონიერ ლოცვას თანდათან მიჰყავს ადამიანი ნათლობის პირველ მადლთან.

თვალყური ადევნეთ, რომ ერთმანეთი არ გაანაწყენოთ. როდესაც შენზე ძმა ნაწყენდება, მაშინ ლოცვა არ ძალგიძს, ლოცვა ქრება.
ბერი იოსებ ისიქასტი ეუბნებოდა თავის მორჩილებს: “მე თქვენგან არაფერი მინდა. მე გაგიმზადებთ ყველაფერს, მე მოგემსახურებით, თქვენგან მე მხოლოდ ლოცვა მინდა დღე და ღამე, სინანული, უმთავრესად ცრემლები. მეტი არაფერი მინდა, მხოლოდ ცხოვრება ლოცვაში ან ცრემლები დღე და ღამე”.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)