არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ერში გონიერ ლოცვას მიაღწიეს. თუ ეს ერთისთვისაა შესაძლებელია, ესეიგი ყველას შეუძლია. არსებობს მრავალი წიგნი იესუს ლოცვის შესახებ, თუმცა ყოველდღიური პრაქტიკა გაცილებით მნიშვნელოვანია. ერთხელ ერთმა ადამიანმა დამირეკა და მეუბნება: – ”მამაო, თქვენ მითხარით, რომ ლოცვის სიტყვებზე ყურადღების გამახვილებით ვილოცო” და ასე დაიწყო იმის აღწერა, თუ როგორ იღწვის. დილას, საღამოს და მუშაობის დაწყების წინ 30 წუთი ლოცულობდა იესუს ლოცვას. შემდეგ ნელნელა შეამჩნია, რომ ლოცვის სიტყვები მასში თავისით წარმოითქმება და ასე თქვა, რომ თითქოს მასში ვიღაც სხვა ლოცულობს ძილის დროსაც კი. გამიკვირდა, რადგან ათონის მთაზეც კი მრავალი წელი და სულიერი ბრძოლაა საჭირო ამ მდგომარეობის მისაღწევად. ვურჩიე, რომ როცა მარტო იქნება ხმამაღლა ილოცოს, რომ ყურებს ესმოდეს და გონებას გაუადვილდეს სიტყვებზე კონცენტრირება, ხოლო როცა სამსახურეშია თავისთვის, ჩუმად ილოცოს. ძალიან უბრალო და უზაკველი ადამიანი იყო.
ძალიან დიდი შრომა გვჭირდება ჩვენ ამ ყველაფრისთვის, რადგანაც აღსავსენი ვართ მატერიალურით მიდრეკილებებით. საჭიროა მოთმინება და არ უნდა ვიჩქაროთ. ჩვენ გვინდა, რომ უცებ მივაღწიოთ შედეგს. ამიტომ, ჩვენი ძალების შესაბამისი ღვაწლი უნდა გავწიოთ, ყოველგვარი განგაშის, მღელვარებისა და საკუთარი წარმატება-წარუმატებლობის გამოკვლევის გარეშე. ზოგი სწრაფად მიდის წინ, ზოგი ნელა, მაგრამ მთავარია, რომ ვიშრომოთ და წინ ვიაროთ, ჩვენი საქმე მხოლოდ ღვაწლია.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ