მოუკლებელი იესუს ლოცვით, ბრძოლითა და დიდი შრომით ჩვენი გონება თანდათანობით განიწმინდება ყოველგვარი ბნელი ლაქისგან. ამის შემდეგ, გონება გულში ჩავა,რომელიც თავდაპირველად შევისწროებას, ტკივილსა და მწუხარებას იგრძნობს. მაგრამ თუ უკან არ დავიხევთ და ვიბრძოლებთ, აუცილებლად გავთავისუფლდებით იმ ადამიანური ვნებებისა და უძლურებებისგან, რომლებიც ჩვენს გულში ბუდობენ. და ბოლოს, განიწმინდება გული და აღინთება მასში საღმრთო ნათელი და აღიმართება ღმრთის საყდარი.
მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს საქმით გამოცდი, სულიწმინდის წინამძღვრობით ქრისტე სულიერი ცხოვრების მწვერვალამდე წაგიძღვება. თქვენი სვლა იქნება ყოველგვარი შიშის გარეშე, დაუსრულებლად გაიზრდებით სულიერ ცხოვრებაში, განგეცხადებათ საღმრთო საიდუმლოებები, რომლებიც ენით გამოუთქმელია.