9 ივნისს, თბილისის დროით 20:00-ზე ინტერნეტ პორტალ „პემპტუსიისა“ (www.pemptousia.gr) და “ათონის დარბაზის” (www.atonisdarbazi.ge) ორგანიზებით შედგა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტ ეფრემის დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და ტაძრის სამრევლოსთან.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო მამა ეფრემის სიტყვას. მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მამა ეფრემს დაუსვეს სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული კითხვები.
მასში ასევე ჩაერთო ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის სამონაზვნო დასი რუმინეთიდან.
შეხვედრა მრავალრიცხოვანი მონაწილეებით, რომელმაც ორ საათზე მეტ ხანს გასტანა, ძალიან ნაყოფიერი იყო.
შეხვედრის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ საიტზე https://www.pemptousia.gr/