წმიდა მამები ამბობენ: „ყურადღებით მცხოვრები ადამიანის მიერ, დღის განმავლობაში გამოჩენილი ყურადღება განაპირობებს მისი განწმედის ხარისხს ღამით“. ამგვარად, როცა ყურადღებით ვიცავთ გონებას დღის განმავლობაში მრავალი შთაბეჭდილებებისაგან, გონება რაღაცნაირად ინახავს ყურადღების ამ ძალას და გადასცემს მას ლოცვას. მაგალითად, ხმაურიანი ღამის შემდეგ, როცა დილამდე ვერთობოდით: სიმღერით, სმითა და ცეკვა-თამაშით, მაშინვე ვერ შევძლებთ ლოცვას, რადგან ამისთვის გონების მოკრებაა საჭირო.
ეს საკითხი საჭიროებს სიბრძნით მიდგომას, რადგან ადამიანისაგან თავის შეზღუდვაში არ იგულისხმება, და არ უნდა მოხდეს ყველაფრის მოკვეთა, რისი გაკეთებაც უწევს მას ამსოფლიურ ცხოვრებაში. ცხადია გაგვაჩნია გარკვეული ცხოვრებისეული ვალდებულებები, რადგან ყოველდღიური ცხოვრება გვიწევს საზოგადოებაში, ოჯახიც „თავისას“ მოითხოვს და ჩვენ გვიწევს ამ ვალდებულებების შესრულება, მაგრამ ყველა ეს საქმიანობა არ უნდა გასცდეს ზომიერების ჩარჩოს, არამედ აღსრულდეს აუცილებლობის ფარგლებში. მაგალითად, მივდივართ საქმეზე, რომლის შესრულებაც ჩვენთვის აუცილებელია ოჯახური თუ საზოგადოებრივი მოვალეობის გამო, ამ საქმის შესრულებისას უნდა შევინარჩუნოთ ზომიერება, სადაც წავალთ ვიყოთ ყურადღებით და გონება მუდამ ლოცვისაკენ გვქონდეს მიმართული.
როცა აუცილებელ საქმეს ვასრულებთ ის არ გვექმნება დაბრკოლებად ჩვენი ლოცვის დროს. დაბრკოლება თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი არსებითად უსარგებლო საქმეებითა ადაკავებული, რომელთა შესრულებაც არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით როცა ამ საქმეებით ღმრთის მცნებები ირღვევა. ამგვარად, ლოცვა არ არის ფსიქოსომატიკური მეთოდი, როგორც მაგალითად – იოგა, არც რაიმე აზროვნების ფორმა, არამედ ის სინერგიაა ადამიანის ნებისა სულიწმიდის მადლთან. აუცილებელია თანამყოფობა და თანამოქმედება სულიწმიდის მადლისა და როცაა სეა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ცხოვრობს ღმრთის მცნებათა სულით.
წინააღმდეგობას ვაწყდებით, ან საერთოდ ვერ ვლოცულობთ, როცა შეგნებულად ვარღვევთ ღმრთის მცნებებს. საკუთარი გამოცდილებით დავინახავთ, როგორ წინააღმდეგობას წავაწყდებით ლოცვისას, თუ გადავედით ღმრთის მცნებებს, ან გამოვიჩინეთ რაიმე უყურადღებობას ნებით იქნება ეს თუ უნებლიედ. მაშინ ლოცვის დასაბრუნებლად ჩვენგან მოითხოვება სინანულის გმირობა. ადამიანებმა, რომელთაც ცხოვრება მკაცრ ღვაწლში, ბრძოლასა და ლოცვაში გაატარეს, საკუთარი გამოცდილებით იგემეს, თუ რა რთულია ლოცვის შენარჩუნება.
ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©