ღმერთი გვაძლევს ძალას არამარტო იმისთვის, რომ ჩვენი წარუმატებლობა გადავიტანოთ, არამედ იმისთვისაც, რომ მისგან სარგებელი მივიღოთ.
და მართლაც, ზოგჯერ წარუმატებლობა წარმატებათა შორის საუკეთესოდ იქცევა! რადგან მას მოაქვს ადამიანის სულისთვის, მისი პიროვნებისთვის ის სასარგებლო შედეგები, რომლებიც მას სჭირდება. შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებელიცაა ვისწავლოთ წარუმატებლობების გადატანა.
მარცხი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
ჩვენ ყველგან გვისურვებენ – ,,წარმატებები!“. თუმცა საჭიროა, რომ ზოგჯერ მაინც გვისურვონ ,,წარუმატებლობა!“, რომ მზად ვიყოთ ამისთვის და არა – შეგუებულები იმას, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვსურს.