siluan atoneli 3

წმინდა სილუან ათონელი – შემოქმედი სულიწმინდით თავისი თავის შეცნობის ძალას გვაძლევს

უზომოა ღმრთის მოწყალება ჩვენდამი.

რას აღარ მისცემდნენ მდიდარი ადამიანები და ძლიერი ადამიანები, რომ უფალი, ან მისი ყოვლადწმინდა დედა ეხილათ, მაგრამ უფალი მდიდარს კი არა, მდაბალ სულს ეცხადება.

რად გვინდა ფული? დიდმა სპირიდონმა გველი ოქროდ აქცია, ჩვენ კი უფლის გარდა არაფერი გვჭირდება, რადგან მასშია ცხოვრების სისრულე.

თუ უფალმა არ მოგვცა იმის ცოდნა, თუ როგორ არის სამყაროში ბევრი რამ მოწყობილი, ე.ი. ეს საჭირო არც იყო; ჩვენ არ შეგვიძლია გონებით შევიცნოთ ყველა ქმნილება. მაგრამ ზეცის, დედამიწის და ყველა ქმნილების შემოქმედი სულიწმინდით თავისი თავის შეცნობის ძალას გვაძლევს.

იმავე სულიწმინდით შევიცნობთ ჩვენ ღმრთისმშობელს, ანგელოზებს და წმინდანებს და იწვის სული მათდამი სიყვარულით.

მაგრამ ვისაც მტრები არ უყვარს, ის ვერ შეძლებს უფლის და სულიწმინდის სიტკბოების შეცნობას. სულიწმინდა მტრების ისეთ სიყვარულს გვასწავლის, როცა სულს ისინი ღვიძლი შვილებივით ეცოდება.

ვისაც მტერი არ უყვარს, მასში ღმრთის მადლი არ არის.

მოწყალეო უფალო, მოავლინე დედამიწაზე სულიწმინდა, რათა ყველა ხალხმა შეგიცნოს და ისწავლოს შენი სიყვარული.