იესუს ლოცვის ზოგიერთ ნაყოფს დავასახელებ, რამდენადაც, ვატყობ, რომ მოსასმენად განწყობილი ხარ. იესუს ლოცვა თავიდან პურია, მოღვაწეს რომ განამტკიცებს, შემდეგ გულის დამატკბობელ ზეთად გადაიქცევა და ბოლოს ღვინოდ, ”გონებიდან გადამყვანად”, ესეიგი ღმერთთან შემაერთებლად. ახლა კიდევ უფრო კონკრეტულად, პირველ ნიჭს, რომელსაც ქრისტე მლოცველს უგზავნის, ცოდვილობის შეცნობას წარმოადგენს. ადამიანს არ სჯერა, რომ იგი კარგია დასაკუთარ თავს წმინდა ადგილას მდგარ გატიალების სიბილწედ (”საძაგელი იგი მოოხრებისაჲ. მდგომარე ადგილსა წმიდასა” (მთ.24:15)) მიიჩნევს.
მადლის ბურღი ბურღავს და სულის სიღრმემდე აღწევს. როგორი უწმინდურება აღარ არის ჩვენში! ჩვენი სული ყარს. ადრე უცნობი, ახლა ლოცვასთან ერთად ცხადდება და როგორც შედეგი, საკუთარი თავის ყველაზე დაბლა მდგომად მიჩნევას იწყებ. ჯოჯოხეთი შენი ერთადერთი მარადიული საცხოვრისია – ცრემლის დრო დგება. საკუთარ მკვდარს სტირი (რომელიც შენშია). შეიძლება, რომ მეზობელ სახლში მყოფ მკვდარზე იტირო და შენს საკუთარს არ დასტიროდე? ასევე მლოცველიც სხვის ცოდვილობას ვერ ამჩნევს, არამედ მხოლოდ საკუთარ მომაკვდაობას.
მისი თვალები ცრემლების წყარო ხდება, მწუხარე გულიდან რომ მოედინება. იგი მისჯილივით ტირის და სულ იძახის: ”შემიწყალე მე! შემიწყალე მე! შემიწყალე მე!” ცრემლებით სულისა და გონების განწმენდა იწყება. როგორც წყალი განწმენდს ჭუჭყიან ჭურჭელს, როგორც წვიმა განწმენდს ცას ღრუბლებისაგან და მიწას მტვრისაგან, ასევე ცრემლები განწმენდს და ათეთრებს სულს. ისინი – მეორე ნათლობის წყალია. მაშ ასე, ლოცვა უტკბილეს ნაყოფს – განწმენდას გვანიჭებს.
მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან ”ერთი ღამე მთაწმინდის უდაბნოში”.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ