2

მოღვაწე ერისკაცები – მრავალმა ერისკაცმა მთელი თავისი ცხოვრება გონიერი ლოცვით განვლო

არცთუ ცოტა ერისკაცმა მოახერხა ცხოვრებაში მაღალი სულიერი მდგომარეობის მიღწევა. მრავალმა მათგანმა მთელი თავისი ცხოვრება გონიერი ლოცვით განვლო. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელნიც იესუს ლოცვას განუწყვეტლივ, ძილშიც აღასრულებდნენ.

კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონში, 1979 წლამდე ერთი ხანში შესული უშვილო წყვილი, ანტონი და მარია ცხოვრობდა. ეს ნამდვილი ქრისტიანი და ღმრთისმოსავი ადამიანები დიდი მოშურნეობით იცავდნენ საღმრთო მცნებებს და იესუს ლოცვას აღასრულებდნენ.

სკვნილები ცვდებოდა მათ ხელებში. ოცდაათი წლის განმავლობაში ლოცულობდნენ ისინი: ”უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. მათ უმაღლეს სულიერ მდგომარეობას მიაღწიეს. როცა ისინი გესაუბრებოდნენ, იგრძნობოდა, რომ იმავდროულად გონიერ ლოცვას ასრულებდნენ, ისინი ცოტას საუბრობდნენ, მათი გულები ყოველთვის ღმერთთან იყო შეერთებული. მეუღლეები მუდმივად განადიდებდნენ ღმერთს, ადამიანებისთვის კი მშვიდობა, სიხარული და კურთხევა მიჰქონდათ.

წიგნიდან ”მოღვაწე ერისკაცები’

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©