პირველი შეცდომა წარმოიშობა იმ აზრთან ერთად, რომ თითქოს მადლს მოიპოვებენ დროის მცირე მონაკვეთში. შეუდგება რა ლოცვის კურთხეულ საქმიანობას, ცდილობს, რომ მალე შევიდეს ნათლის ჭვრეტაში (მალე იხილოს შეუქმნელი ნათელი). მაგრამ, რადგანაც ეს არა მაშინვე და არა ყველას ეძლევა, ისინი შინდებიან და წბილდებიან. მოღვაწემ მრავალი წლის ბრძოლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ღმერთი ჩვენს ნებაზე არ ძალადობს, რამეთუ ჩვენ პიროვნებები ვართ და შესაბამისად, თავისუფლებას ვფლობთ. მაგრამ, ჩვენც ვერ ვბედავთ ღმრთის თავისუფლებაზე ძალადობას, რამეთუ ის – პიროვნებაა. ესე იგი, ჩვენ მას ნება უნდა მივცეთ, მაშინ მოვიდეს, როცა ის გადაწყვეტს და მოისურვებს.
სხვა შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ფსიქო-ტექნიკურ მეთოდებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. თუმცა ეს (ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, გულის დარტყმა და ამის მსგავსი) მხოლოდ დამატებითი საშუალებაა გონების მოკრებისთვის და უცხოე ლემენტებისგან მისი განთავისუფლებისთვის, ესე იგი, მეთოდებს არა მაგიური, არანედ დახმარებითი ძალა აქვს და გონებას გაფანტულობისგან ათავისუფლებს.
თუ ცრემლები გვდის ლოცვისას, არ არის საჭირო, რომ ამას დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ და ჩვენი მდგომარეობა სხვებს აღვუწეროთ. ასკეტური გამოცდილება მოწმობს, რომ საკმარისია ამის გამხელა, რომ ისინი მაშინვე წყდება და შემდგომში გაჭირვებით ბრუნდება. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, რომ ვიცით რა გონიერი ლოცვის ეტაპები, საჭიროა თავი ავარიდოთ იმის განხოლვას, თუ რომელ მათგანზე ვიმყოფებით. სიმდაბლეში უნდა წავიწიოთ წინ. ახლახანს ვამბობდი, რომ ლოცვისას სიამაყე სიბრიყვეა. სწორე დრომ სიბრიყვე. ადამიანი გლახაკს ემსგავსება, რომელიც პურის ლუკმას ითხოვს და თავს მაღლა იჭერს, როცა მას მიიღებს. სიბრიყვე და დაცემაა!
გამოკრებილია მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან ”ერთი ღამე მთაწმინდის უდაბნოში”
ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©