18538

წმინდა იოანე სინელი – საღმრთო სათნოებათა გონებისმიერი ნათელი განსჯა და ცოდნაა

მთელი შენი ცხოვრება, მორჩილებაში იქნები თუ არა, ნებისმიერი, ხილული თუ უხილავი საქმის კეთებისას, წესად და კანონად გაიხადე, რომ ყოველთვის დაფიქრდე, ღვთისთვის აკეთებ, თუ არა. ახალბედებმა უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ნებისმიერი საქმის კეთებისას თავმდაბლობა არ გვემატება, მაშინ, ჩემი აზრით, ასეთი საქმე, დიდია ის თუ მცირე, არ არის საღმრთო. ღვთის ნებით ასე მიგვენიშნება, რომ ჯერ კიდევ ჩვილები ვართ. საშუალოდ წარმატებულთათვის ღვთის ნების გამოხატულება შინაგანი ბრძოლების შეწყვეტაა, ხოლო სრულყოფილთათვის — საღმრთო ნათლის გამრავლება და მატება.
დიდისთვის მცირე ცდომა მცირე არ არის, ხოლო მცირესთვის დიდი ცდომაც კი დიდი არ არის.

დაწყება დღისა უფალს მიეცი, რათა გათენებისთანავე ღვთიური, და არა ეშმაკეული ფიქრები დამკვიდრდეს შენში; რადგან ვინც პირველი მოვა შენთან, იმისი იქნება ის დღეც.
სათნოების ერთმა კეთილმა მუშაკმა ყურადსაღები რამ მითხრა: „გათენებისთანავე ვხვდები, თუ როგორ გავატარებ მთელ დღეს.“

სხეულის ნათელი ხორციელი თვალია, ხოლო საღმრთო სათნოებათა გონებისმიერი ნათელი განსჯა და ცოდნაა.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ