18538

წმინდა იოანე სინელი – ვისაც უფალი უყვარს, მან თავდაპირველად ძმა შეიყვარა

ვისაც უფალი უყვარს, მან თავდაპირველად ძმა შეიყვარა, რადგან პირველის ნიშანი მეორეა.
ვისაც მოყვასი უყვარს, სხვების ლანძღვას არასდროს დაუგდებს ყურს და ისევე გაიქცევა, როგორც ცეცხლისგან.
ვინც ამბობს, რომ უფალი უყვარს, მაგრამ თავის ძმა სძულს, იმ კაცს ჰგავს, ძილში რომ მირბის.

სიყვარულის ძალა იმედია, რადგან სიყვარულის საზღაურს იმედით მოველით.
იმედი უხილავი სიმდიდრით გამდიდრებაა.
იმედი საუნჯის უეჭველი ფლობაა საუნჯის მიღებამდე.
იმედი შრომაში განსვენებაა, სიყვარულის კარია, სასოწარკვეთილების შემუსვრაა და საუკუნო მომავლის საწინდარია.
იმედის მოკლება სიყვარულის გაუჩინარებაა. იმედზე ჰკიდია ჩვენი მოღვაწეობა და შრომა, რომელიც წყალობითაა გარემოცული.

სასოების მუშაკი მონაზონი მოწყენილობის მკვლელია, რადგან იმედის მახვილით ჰკლავს მოწყენილობას.
როცა უფლის მადლს იგემებენ, სასოებაც უჩნდებათ. ვისაც ეს მადლი არ უგემნია, შეუძლებელია არ ჰქონდეს ეჭვი.
სასოებას მრისხანება ანადგურებს, რადგან სოლომონის სიტყვისამებრ: სასოება არასდროს შერცხვება, „ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ“ (იგავნი 11; 25)

სიყვარული წინასწარმეტყველების სათავეა.
სიყვარული სასწაულთა მომნიჭებელია.
სიყვარული ბრწყინვალების უფსკრულია.
სიყვარული ცეცხლის წყაროა, რომელიც რამდენადაც აალდება, იმდენად დაწვავს მწყურვალს.
სიყვარული ანგელოზთა ძლიერებაა.
სიყვარული სამარადისო წინსვლაა.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ