porfiri kavsokaliveli 1

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – ქრისტე – ეს სიხარული და სამოთხეა

სახარება პირდაპირ გვეუბნება, ჭეშმარიტად გვამცნობს, რომ ქრისტე – ეს სიხარული და სამოთხეა. აი, როგორ გვიხსნის ამას მოციქული იოანე: “სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში”. (1 იოან. 4, 18). ადამიანი სულიერ ზრდასთან ერთად თანდათან კარგავს შიშის გრძნობას და მოიპოვებს ღმრთიურ სიყვარულს. მაშინ უკვე აღარ არსებობს არც ჯოჯოხეთი, არც შიში, არც სიკვდილი. მაშინ ჩვენ მხოლოდ ღმრთის სიყვარული გვაინტერესებს, ყველაფერს ვაკეთებთ ამ სიყვარულისთვის, როგორც სასიძო საპატარძლოსთვის. თუ ვისურვებთ მივსდიოთ ქრისტეს, ქრისტეში ცხოვრება სიხარულად გადაგვექცევა, თუნდაც მრავალი სირთულე შეგვხვდეს. როგორც მოციქული პავლე გვეუბნება: “ვხარობ ჩემი ვნებების გამო” (კოლ. 1, 24). აი ჩვენი რელიგია. ამისკენ უნდა ვისწრაფოთ. ეს არ არის ფორმალური აღმსარებლობა, არამედ ქრისტეში რეალური ცხოვრებაა. თუ მიაღწიე ამას, რაღა გინდა ადამიანს მეტი? შენ ყველაფერის მფლობელი ხარ, ქრისტეში ცხოვრობ, ხოლო ქრისტე – შენში. ამის მერე ყველაფერი ძალიან ადვილია – მორჩილებაც, თვინიერებაც და სიმშვიდეც.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ