cf83cf85cebcceb5cf89cebd ceb8ceb5cebfcebbcebfceb3

წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი – ნეტარია მონაზონი, ლოცვისას ღმრთის წინაშე მდგომელი

რა არის ქრისტესთან ურთიერთობა ზემშვენიერი? რა არის მის საღმრთო დიდებაზე სასურველი? არა არის რა იმაზე ტკბილი, ვიდრე ის ნათელი, რომლითაც ანგელოზთა და ადამიანთა მთელი ნათელი წესმთავრობა ნათდება. არაფერია იმ ცხოვრებაზე სასურველი, რომელშიც ყოველი ცხოვრობს, მოძრაობს და არსებობს. არაფერია მარად ცოცხალ მშვენებაზე სასიამოვნო. არაფერია განუწყვეტელ მხიარულებაზე სატრფიალო. არაფერია გამუდმებულ სიხარულზე, ყოვლადმშვენიერ მშვენიერებაზე და დაუსრულებელ ნეტარებაზე სასურველი. ესე იგი, სიხარული და მხიარულება მაშინ დაუსრულებელია. სიტყვები არ მყოფნის, რათა ეს მდგომარეობა გადმოვცე.

ნეტარა რიან ახლა მისი ნათლით შემოსილნი, რამეთუ უკვე საქორწინო სამოსი შემოუცვამთ, მათი ხელ-ფეხი არ შეიკრება და ისინი ცეცხლში არ ჩაიგდებიან..

ნეტარ არიან ახლა თავის გულში სინათლის ამნთებნი, რამეთუ სიცოცხლის დასასრულს ისინი სიხარულით გავლენ სიძის შესახვედრად და მასთან ერთად საქორწინო დარბაზში შევლენ, ექნებათ რა ლამპრები ანთებული…

ნეტარ არიან ღმრთაებრივ ნათელთან მიახლოებულნი, მასში შესულნი, მთლიანად ნათლად გადაქცეულნი და მათით დაკავებულნი, რამეთუ მათ განიძარცვეს ჭუჭყიანი სამოსელი და მდუღარე ცრემლებით აღარ ატირდებიან…

ნეტარია მონაზონი, ლოცვისას ღმრთის წინაშე მდგომელი, მისი მხედველი და მის მიერ დანახული, საკუთარი თავის მპოვნელი ამსოფლიურ მოვლენათა მიღმა, მხოლოდ ღმერთში, არმცოდნე იმისა, სხეულშია იგი თუ სხეულს გარეთ, რადგან იგი გამოუთქმელ სიტყვებს მოისმენს, რომელნიც გარეშე ადამიანს არ ეთქმება. ის იხილავს იმას, რაც თვალს არ უხილავს და ყურს არ სმენია და ხორციელი კაცის გულს არ მოხვდომია…

ნეტარია საკუთარ თავში სოფლის ნათელის აშკარად მჭვრეტელი, რამეთუ მას ჩანასახში აქვს ქრისტე და მის დედად იწოდება, როგორც ის უტყუარი დაგვპირდა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტომასალა გადმოწერილია საიტიდან – paterikos.blogspot.com