441975363 1151201059413502 3491830162674763185 n

წმინდა სილუან ათონელი – ვინც ღმერთს შეიცნობს სულიწმინდით

ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისგან ის უბრალო გლახაკი, რომელმაც უფალი შეიცნო სულიწმინდით და დიდებული, რომელსაც სულიწმინდის მადლი არ აქვს შეცნობილი.
ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან უფლის არსებობის რწმენა და მისი წმინდა წერილის, ან ბუნების მეშვეობით შეცნობა და სულიწმინდით უფლის შეცნობა. ვინც უფალი შეიცნო სულიწმინდით მისი სული დღე და ღამე ღმრთისადმი სიყვარულით იწვის და ვერაფერ მიწიერს ვეღარ ეჯაჭვება.
სულს, რომელსაც გამოცდილი არა აქვს სულიწმინდის სიტკბოება, პატივ- მოყვარეობის გამო, ამქვეყნიური დიდება, სიმდიდრე და ძალაუფლება ახარებს; ხოლო სულს, რომელმაც უფალი შეიცნო სულიწმინდით, მხოლოდ უფალი სურს, ხოლო ამქვეყნიურ სიმდიდრეს და დიდებას არაფრად აგდებს.
სული, რომელმაც სულიწმინდა იგემა, გემოთი არჩევს მადლს. დაწერილია: განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილი არს უფალი“ (ფს. 33:9).
დავითმა ეს გამოცდილებით შეიცნო: უფალი ახლაც აძლევს ძალას თავის მონებს, რათა გამოცდილებით შეიცნონ მისი სიკეთე და საუკუნეთა დასასრულამდე ამგვარად განსწავლის მათ.
ვინც ღმერთს შეიცნობს სულიწმინდით, ისმისგან სწავლობს სიმდაბლეს და თავისი მოძღვრის, ღმრთის ძის ქრისტეს მსგავსი ხდება.
„უფალო, ღირსი გაგვხადე შენი წმინდა სიმდაბლის ნიჭის ბოძებისა. უფალო, უსასყიდლოდ მოგვმადლე შენი წმინდა, მდაბალი სული, ისევე როგორც დედამიწაზე მოხვედი უსასყიდლოდ იმისთვის, რომ გეხსნა და ზეცაში აგეყვანა ადამიანთა სულები, რათა მათ შენი დიდება ეხილათ“.
ო, ქრისტეს სიმდაბლე! მე გიცნობ შენ, მაგრამ შენი მოხვეჭა არ შემიძლია. ტკბილია შენი ნაყოფები, რადგან ისინი არაამქვეყნიურნი არიან.


წყარო: წიგნი წმ. ბერი სილუან ათონელი. (აქრიმანდრიტი სოფრონი)

Share