თუმც დიდად ცოდვილი ვიყავ, ვამჩნევდი, რომ ღმრთის წყალობა და სიყვარული მაინც უხვად მეძლეოდა. ლოცვაც მიყვარდა, მაგრამ ცოდვას მაინც არ გავურბოდი. ბალღობიდანვე დამჩემდა ლოცვა მათთვის, ვინც გულს მტკენდა, მაშინვე ასე ვამბობდი-ხოლმე: „უფალო, ნუ მოჰიკთხავ მათ ამის გამო!“ მოწყალე ღმერთი მეც მპატიობდა და ადამიანთა სიყვარულსაც მიძლიერებდა. ეხლა კი, ჩემს სულს მთელი სამყაროს გადარჩენა სწყურია. მსურს ყველამ დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, უფლის დიდება იხილოს და ღმრთაებრივი სიყვარულით დატკბეს.
ჩემთვის ვფიქრობ-ხოლმე: მე ცოდვილი რომ ასე ძლიერ შემიყვარა, ესე იგი სხვა ცოდვილებიც უყვარს.
ღმრთის მადლი ჩვენი სანუკვარი უფლისადმი სიყვარულის ძალას გვაძლევს.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ