ჩვენი ბრძოლა ყოველდღე და ყოველჟამს მიმდინარეობს.
თუკი ძმა გაკიცხე, ან განიკითხე, ან დაამწუხრე, – დაკარგავ სიმშვიდეს. თუ ძმაზე უმჯობესად მიიჩნიე თავი, – დაკარგავ მადლს. თუკი სიძვის გულისსიტყვა მოგივიდა და მყისიერად არ განდევნე იგი, – შენი სული დაკარგავს ღმრთის სიყვარულს და კადნიერებას ლოცვაში. თუ ძალაუფლება ან ფული გიყვარს, – ვერასოდეს შეიცნობ ღმრთისს იყვარულს. თუკი საკუთარი ნება აღასრულე, – დამარცხებული ხარ მტრის მიერ და მოწყინება შემოვა შენს სულში. თუკი ძმა მოიძულე, – ეს ნიშნავს, რომ განეშორე ღმერთს და ბოროტი სული დაგეუფლა.
თუკი ძმას სიკეთეს გაუკეთებ, – სინდისის განსვენებას მოიპოვებ. თუკი საკუთარ ნებას მოიკვეთავ, – მტრებს განდევნი და სულის სიმშვიდეს შეიძენ.
თუ ძმას წყენას ჰპატიობ და მტრები გიყვარს, – ცოდვათა შენდობას მიიღებ და უფალი მოგანიჭებს სულიწმიდისმიერი სიყვარულის შეცნობას.
ხოლო როცა სრულიად დამდაბლდები, მაშინ მოიპოვებ სრულყოფილ სიმშვიდეს ღმრთისმიერ.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ