parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მარად ქრისტეთი ისუნთქეთ

”ხოლო საქმე ესე არა არს ერთისა დღისა. გინა ორისა, არამედ წელთა მრავალთა და ჟამთა” – შენიშნავს ღმრთაებრივი ოქროპირი, – ”რადგანაც მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლით და ღვაწლით არის შესაძლებელი მტრის განდევნა და ქრისტეს დამკვიდრება. ამიერიდან მოიცალეთ და შეუდექით უფალს, რომ შეგვიწყალოს და სხვას ნურაფერს ეძიებთ, წყალობის გარდა, რომელსაც მოგვანიჭებს უფალი დიდებისა. ღმერთის წყალობა მდაბალი და გლახაკი გულით ითხოვეთ: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” და სიკვდილამდე ამისთვის აიძულეთ გონება.

მსგავს რჩევებს გვაძლევს ყველაწმიდა მამა, თითოეული საკუთარი გზითა და სიტყვებით, გამომდინარე მათი ბრძოლისა და გამარჯვების გამოცდილებიდან მტერზე, რომელიც უწყვეტი გონიერი ლოცვით სრულიად ძალაგამოცლილი და დაუძლურებულია.

”ძმანო, მარად ქრისტეთი ისუნთქეთ” – შეგვაგონებს უდაბნოს უდიდესი მეცნიერი ანტონი დიდი.
”მარად გახსოვდეს ღმერთი და შენი გონება ზეცად გადაიქცევა” – გვეუბნება ღირსი ნილოს ბრძენი.

რამდენადაც გულმოდგინეა მლოცველი, იმდენად განიწმინდება მისი გული, ნათლდება გონება, კეთილშობილი ხდება მისი განწყობა, მით მეტად განეფინება ღმრთის სასუფევლის სიხარული და მისი არსებობა ღმრთის ხატად შექმნილ ადამიანში, რომლისთვისაც ღმერთკაცმა იესუმ კიდით კიდემდე გადაფარა ცა და ქვეყანა თავსი სახიარებით, ვნებითა და აღდგომით.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ