მხოლოდ უფალი იესო ქრისტე გვაძლევს საშუალებას დავინახოთ უქმნელი და ქმნილი სამყაროს სინამდვილე და რეალობა. მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ მთელი ჩვენი საყოველთაო და დროებითი ყოფიერება ქრისტეს მცნებებზე ავაგოთ.
ქმნილ ტაძარში სალოცავად ძალიან ბევრი ადამიანი დადის, მაგრამ არც ისე ბევრია ისეთი, რომელიც იმ „ვიწრო გზას“ ეძებს, რაც ცათა სასუფევლის ხელთუქმნელ სავანემდე მიიყვანს.
„რადგან ვიწროა კარიბჭე და რთულია გზა, რომელსაც სიცოცხლისკენ მიჰყავს და ცოტანი ჰპოვებენ მას.” (მათ. 7:14).