IMG 20230124 133450

წმინდა სოფრონ ინგლისელი – უფალი დუმს

ღმერთი ხშირად არ პასუხობს ჩვენს ლოცვებს, ის დუმს, მისი დუმილი ბევრისთვის არის მაჩვენებელი იმისა რომ “ღმერთი არ არსებობს”, “ის მოკვდა”, მაგრამ ჩვენ რომ დავფიქრდეთ როგორ მდგომარეობაში ვაყენებთ უფალს ჩვენი ვნებებით, დავინახავთ, რომ მას არ აქვს სხვა გზა გარდა დუმილისა, დუმილი ღმრთისა არის პასუხი ჩვენს სიცრუეზე, არასწორ ქმედებებზე, ყველაზე მჭერმეტყველი, ყველაზე კეთილშობილური პასუხი.
ჩვენ მოვითხოვთ უფლისგან დადგეს ჩვენს მხარეს ჩვენს სიცრუეში, არასწორ ქმედებებში.
უფალი არ გვდებს ბრალს აშკარად, გვტოვებს რომ ვიაროთ ჩვენს მიერ არჩეული ბოროტი გზებით და მოვიმკათ ჩვენი საკუთარი ცოდვების ნაყოფები, მაგრამ თუ ჩვენ მივმართავთ უფალს სინანულით ის მოდის ჩვენთან იმაზე ადრე ვიდრე ამას ჩვენ ველოდებით.

Share