i

წმინდა სოფრონ სახაროვი – გულში ხედავ ღმერთს, რომელიც ყოველივეს აღავსებს

როდესაც განმარტოებით ვცხოვრობდი ღვთის მყოფობას იმდენად მძაფრად ვგრძნობდი, რომ გარესამყარო მავიწყდებოდა. შეუძლებელია აღწერო ქრისტეს გულში შემოსვლა. ის არასდროს ერთნაირად არ მეორდება, ყოველ ჯერზე რაღაც ახალი მოაქვს.

მახსოვს, თუ როგორ შეერწყა იესუ ქრისტეს სახელის მოხმობა, მის უხილავ შემოსვლას ჩემს გულში და იმ მომენტიდან მისი ყოვლადწმიდა სახელი, წინანდელზე გაცილებით მეტად იქცნენ ღმერთთან დამაკავშირებელ ხიდად. იმ დროს მღვდელი ვიყავი უკვე და საღმრთო ლიტურღიის აღსრულება არამხოლოდ რწმენით აღსრულებული მსახურება იყო ჩემთვის, არამედ ღმერთის განცდა მთელი ჩემი არსებით.

ქრისტეს სახელის ყურადღებით მოხმობა და ყოველდღიური მცდელობა ქრისტეს ერთგულებისა მისი მცნებების დაცვის საშუალებით, ნაყოფად მოგცემს გონებისა და გულის გაერთიანებას. არასდროს არ უნდა ვიჩქაროთ, არ დავისახოთ მიზნად, რომ მინიმალურ დროში მაქსიმალურს მივაღწიოთ. როდესაც უფალი ნახავს, რომ ჩვენ მზად ვართ ამ მადლის მისაღებად არ დააყოვნებს და ჩვენი მდაბალი მოხმობის პასუხად ჩვენს გულში შემოვა. მისი მოსვლა ზოგჯერ იმდენად ყოვლისმომცველია, რომ გონება და გული მთლიანად მისითაა დაკავებული, თითქოს ქრება მთელი ხილული სამყარო. გონებაში წყდება აზრების ქაოტური მოძრაობა და მთლიან ყურადღებად იქცევა. ამ დროს გულში ხედავ ღმერთს, რომელიც ყოველივეს აღავსებს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.