amfiloqe makrisi 5

წმ. ამფილოქე მაკრისი – ივარჯიშეთ იესუს ლოცვაში

ივარჯიშეთ იესუს ლოცვაში! დადგება დრო და შენი გული სიხარულით იხტუნებს, როგორც ძალიან საყვარელი ადამიანის შეხვედრისას. ამ დროს საცდურები და განსაცდელები ძალას ჰკარგავენ და განგვეშორებიან. ლოცვა ნიჭია, რომელსაც ღმერთი სიმდაბლისა და გულმოდგინების შესაბამისად გვანიჭებს.

ქრისტესთან კავშირი ადამიანს ისე ცვლის, რომ ქრება ყველანაირი შიში.. ადამიანს არ ეშინია სიკვდილის და ამ ცხოვრებას აღიქვამს, როგორც ტყვეობას, რაც არ უნდა სასიამოვნო და კომფორტული იყოს მისთვის.

სულიერი ცხოვრება – უსაზღვრო სიხარული და სიტკბოებაა..ამ დროს დაფრინავ, სულით ხილული საყმაროს მიღმა გადიხარ, არაფერზე ზრუნავ, არაფერს გეგმავ, არაფერზე ნერვიულობ. ვემსგავსებით ბავშვებს – ქრისტე ჩვენს გულშია დამკვიდრებული

გთხოვ, პრაქტიკაში გამოსცადე ეს მცნება: ქრისტესადმი შენი სიყვარული იმ დონეზე აღზარდე, რომ მისი სახელის ხსენების დროსაც კი ცრემლად იღვრებოდე. შენს გულში ქრისტესმიერი ცეცხლი უნდა ენთოს! მაშინ გახდება ი ს შენი მასწავლებელი, გზამკვლევი, ძმა, მამა და მოძღვარი

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)